ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ

მუხლი 11. კანონით შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა მრავალბინიან სახლში

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტისალომე ბეჟაშვილი

1.ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა.

2.ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება დაფუძნდეს ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.

3.მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება დაფუძნდეს ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.

4.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ლიკვიდაციის პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონმდებლობით.

5.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების საფუძველზე. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7018-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა ამ მუხლის კონსტიტუციურობა.

  • №2/2/43915.09.2009გადაწყვეტილება(1)
    კონსტიტუციურად ცნობილია

    საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №2/1/43925.06.2008საოქმო ჩანაწერი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 20

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-759-1085-072010-11-0244
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის იწყება სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა?

    დავა შეეხებოდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთიდან წილის გამოყოფას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ხ. კ-იას მოთხოვნის ხანდაზმულობისა და ა. უ-ძის მოთხოვნის დაუსაბუთებლობის დასკვნები. შეგებებული სარჩელის ნაწილში სასამართლომ მიუთითა მიწის ფართობისა და თანამესაკუთრეთა წრის გამოსარკვევად დამატებითი განხილვის საჭიროებაზე. საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში განჩინება უცვლელად დარჩა სსსკ 410-ის საფუძველზე.

  • №ას-954-20202021-04-0248
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    არის თუ არა თანამესაკუთრის მიერ საერთო ქონებაზე ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაუცემლობა თავისთავად უფლების ბოროტად გამოყენება?

    დავა შეეხებოდა საერთო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ნაგებობებზე თანამესაკუთრის თანხმობის იძულებით მიღებასა და მათი დემონტაჟის შეგებებულ მოთხოვნას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თანხმობაზე უარი თავისთავად არ არის უფლების ბოროტად გამოყენება, ხოლო შეგებებული მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელყოფა არ დადასტურდა. სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის გამოყენება არასწორად მიიჩნია და დავა საზიარო უფლების ნორმებით შეაფასა. ორივე საკასაციო საჩივარი არსებითად განხილვის შემდეგ არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა; საქმე ხელახლა განსახილველად არ დაბრუნებულა.

  • №ას-383-20222022-10-0627
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის აქვს მოსარჩელეს ამხანაგობის კრების ოქმის ბათილობის აღიარების ნამდვილი იურიდიული ინტერესი?

    დავა შეეხებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ორი კრების ოქმის ბათილობასა და შეგებებულ მოთხოვნებს სარდაფის გამოთხოვის, გამიჯვნის სამუშაოებისა და თანხის გადახდის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ოქმების ბათილობის აღიარების ნამდვილი იურიდიული ინტერესი ჰქონდა. სასამართლოს განმარტებით, კრების მოუწვევლად მისი სახელით მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია, ხოლო სარდაფის გამოთხოვის მოთხოვნა ამ ბათილ ოქმებს ეფუძნებოდა. საკასაციო სასამართლომ სსსკ 411-ის საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება, თავდაპირველი სარჩელი დააკმაყოფილა და შეგებებული სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა ამხანაგობამ კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი გამგეობა შექმნას?

    ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ მოპასუხისგან საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ელექტროენერგიის ხარჯის გადახდა მოითხოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საერთო ქონების ნორმალურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, საერთო კრების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ხარჯები სავალდებულოა ამხანაგობის წევრებისთვის და ამხანაგობას შეუძლია დამატებითი მართვის ორგანოს შექმნა კანონით გათვალისწინებული ორგანოების შენარჩუნების პირობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული სარჩელის ფარგლებში ქვედა ინსტანციას ამხანაგობის გადაწყვეტილებების კანონიერებაზე არ უნდა ემსჯელა, რადგან მოპასუხეს ისინი არ გაუსაჩივრებია. უზენაესმა სასამართლომ სსსკ 411-ის საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს 8 625,04 ლარი დააკისრა.

  • №ას-547-20212023-03-3038
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეუძლია თუ არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს მოითხოვოს საერთო აივანზე მიშენების დემონტაჟი ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ?

    მოსარჩელე ითხოვდა მრავალბინიანი სახლის საერთო სარგებლობის აივანზე უკანონოდ მიშენებული ფართის დემონტაჟით ხელშეშლის აღკვეთას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დავა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ სპეციალური კანონით წესრიგდება და საერთო ქონების თანამესაკუთრეს ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა შეუძლია. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა საერთო ფართით მხოლოდ მისი სარგებლობის მართლზომიერება, ხოლო ბინის მიშენებით შეძენამ იგი საერთო ფართის მესაკუთრედ ვერ აქცია. სასამართლომ საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა.

  • დაუშვებლობა (T5)

    როდის არის საკასაციო საჩივარი დაუშვებელი სსსკ 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე?

    დავა შეეხებოდა ამხანაგობის კრებების გადაწყვეტილებებისა და წესდებების ბათილად ცნობას, აგრეთვე საერთო ქონების მომსახურების საფასურის დაკისრებას. მხარეები სადავოდ ხდიდნენ, ვრცელდებოდა თუ არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონი მხოლოდ კომერციული ფართების მქონე სავაჭრო ცენტრზე და არსებობდა თუ არა მომსახურების საფასურის მოთხოვნის საფუძველი. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის ეტაპზე შეამოწმა და დაასკვნა, რომ სსსკ 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი არ არსებობდა. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა. 2. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება დაფუძნდეს ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. 3. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება დაფუძნდეს ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. 4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ლიკვიდაციის პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონმდებლობით. 5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების საფუძველზე. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7018-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ნოე. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 და მე-3 პუნქტებში ამხანაგობის დაფუძნებაზე თანხმობის გამცემი ორგანო ახლა „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოა“ და არა „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე მიქაუტაძე

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
292419151214642083552056177 (და…11
მითითებამნიშვნელობით ახლოსბინათმესაკუთრეთა ამხან…სახელმწიფო საკუთრებაში…საქართველოს სივრცის და…,,პროექტის შემთანხმებე…საქართველოს სამოქალაქო…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა