ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ

მუხლი 21. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მოვალეობები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტიგიორგი ფანცულაია

1.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია: ა) ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, რომ ამით სხვა მესაკუთრეს არ მიადგეს ზიანი, და იმოქმედოს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში; ბ) იზრუნოს იმისათვის, რომ მრავალბინიან სახლში განთავსებულ მის საწარმოში დასაქმებულმა პირებმა ან მათ, ვისაც იგი თავის ინდივიდუალურ ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ან შენობის ნაწილებს სარგებლობაში გადასცემს, შეასრულონ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული მოვალეობანი; გ) ითმინოს ზემოქმედება მის ბინაში არსებულ სახლის ნაწილსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე (საერთო საკუთრებაზე), თუ ეს ზემოქმედება შეესაბამება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებულ პირობებს; დ) ნება დართოს უფლებამოსილ პირს, შევიდეს ბინაში და დროებით გამოიყენოს ის, თუ ეს აუცილებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სათანადო მდგომარეობაში მოსაყვანად და მისთვის მიმდინარე რემონტის ჩასატარებლად; ამ დროს წარმოშობილი ზიანი უნდა ანაზღაურდეს; ე) ითმინოს ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია საკომუნიკაციო და მომარაგების ობიექტების მოსაწყობად და სამოქმედოდ. მესაკუთრე, რომლის სასარგებლოდაც ტარდება ამგვარი ღონისძიებები, ვალდებულია აანაზღაუროს ამ დროს წარმოშობილი ზიანი; ვ) მონაწილეობა მიიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო ხარჯების გაწევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; ზ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების დაცვის მიზნით დაიცვას სამშენებლო-ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარიული და სხვა ნორმები და წესები; თ) თავისი ქონების გასხვისებისას ქონების შეძენის მსურველს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წინაშე არსებული ან მოსალოდნელი ვალდებულებების შესახებ; ი) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

2.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მიერ თავისი კუთვნილი ქონების გამოუყენებლობა, ისევე, როგორც უარის თქმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით სარგებლობაზე, არ ათავისუფლებს მას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯებში მონაწილეობისაგან.

3.ამ მუხლით განსაზღვრული მოვალეობის შეუსრულებლობისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 28

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    შეიძლება თუ არა თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე საერთო საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი უფლების ბოროტად გამოყენების საფუძვლით?

    თანამესაკუთრეები მოითხოვდნენ მოპასუხის თანხმობის გარეშე საერთო საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისა და ახალი სახლის მშენებლობის უფლებას, აგრეთვე მოპასუხის სამომავლო წილის განსაზღვრას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ თანამესაკუთრის უფლების შეზღუდვა შეიძლება უფლების ბოროტად გამოყენებისა და პროპორციულობის წინაპირობების დადასტურებისას, თუმცა შენობის ჩამოქცევის რისკი მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სამომავლო საკუთრებაში წილის განსაზღვრა სახელშეკრულებო შეთანხმების საგანია და ამ შემთხვევაში კონტრაჰირების იძულება არ ვრცელდება. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • №ას-600-20192019-11-1433
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    აგებენ თუ არა საერთო სახურავის თანამესაკუთრეები სოლიდარულად პასუხს სახურავიდან თოვლის ჩამოცვენით მიყენებული ზიანისთვის?

    მოსარჩელემ სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი შენობის სახურავიდან ჩამოცვენილი თოვლითა და ყინულით ავტომანქანის დაზიანებისათვის ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სახურავის თანამესაკუთრეები შენობიდან მომდინარე საფრთხის გამო სოლიდარულად აგებენ პასუხს, თუმცა დაზარალებულის მიერ გაფრთხილების უგულებელყოფამ ანაზღაურების მოცულობაზე იმოქმედა. სასამართლომ მხარეთა პასუხისმგებლობა თანაბრად განსაზღვრა და მოპასუხეებს სოლიდარულად დააკისრა 5 657 ლარის გადახდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სასამართლომ სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო დაკისრებული თანხის შენარჩუნების ნაწილში სსსკ 410 გამოიყენა.

  • კრებულიდაუშვებლობა (T5)

    რა უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ ნეგატორული სარჩელის დასაკმაყოფილებლად და ვის ეკისრება ხელშემშლელი მოქმედების მართლზომიერების მტკიცება?

    დავა შეეხებოდა საერთო სარგებლობის საპირფარეშოს აღდგენასა და მოსარჩელისათვის მისით სარგებლობაში ხელშეშლის აკრძალვას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო სველი წერტილი ამხანაგობის საერთო ქონებას განეკუთვნებოდა, და განმარტა ნეგატორული სარჩელის საფუძვლები. სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია დადგენილი ფაქტების წინააღმდეგ და საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებს არ აკმაყოფილებდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად დარჩა განუხილველად, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა ამხანაგობამ კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი გამგეობა შექმნას?

    ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ მოპასუხისგან საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ელექტროენერგიის ხარჯის გადახდა მოითხოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საერთო ქონების ნორმალურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, საერთო კრების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ხარჯები სავალდებულოა ამხანაგობის წევრებისთვის და ამხანაგობას შეუძლია დამატებითი მართვის ორგანოს შექმნა კანონით გათვალისწინებული ორგანოების შენარჩუნების პირობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული სარჩელის ფარგლებში ქვედა ინსტანციას ამხანაგობის გადაწყვეტილებების კანონიერებაზე არ უნდა ემსჯელა, რადგან მოპასუხეს ისინი არ გაუსაჩივრებია. უზენაესმა სასამართლომ სსსკ 411-ის საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს 8 625,04 ლარი დააკისრა.

  • №ას-87-20222022-07-1554
    დოქტრინული დასაშვებობა (T5)

    რა წინაპირობები უნდა არსებობდეს სკ 992-ე მუხლით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის?

    მოსარჩელეები მოითხოვდნენ საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. დავის ძირითადი საკითხი იყო მოპასუხეთა მიერ მილის გადაკეთებასა და მოსარჩელეთა ბინის დატბორვას შორის მიზეზობრივი კავშირის დამტკიცება. უზენაესმა სასამართლომ განმარტა დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობები და მტკიცების ტვირთის განაწილება და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა სადავო მიზეზობრივი კავშირი ვერ დაამტკიცეს. სასამართლომ საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლით დაუშვებლად ცნო და არსებითად არ განიხილა.

  • №ას-1030-20192020-07-1737
    დაუშვებლობა (T5)

    თავისუფლდება თუ არა ამხანაგობის წევრი საერთო ხარჯების გადახდისგან, თუ მის ქონებას მესამე პირი უკანონოდ ფლობს?

    შპს-მ ბანკს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონების მოვლა-პატრონობისთვის გაწეული ხარჯებიდან მისი წილის ანაზღაურება მოსთხოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოთხოვნა სხვისი ვალის გადახდისა და ამხანაგობის წევრის კანონისმიერი ვალდებულების ნორმებს ეფუძნებოდა. საკუთრების უკანონო მფლობელობის გამო გამოუყენებლობა წევრს საერთო ხარჯებში მონაწილეობისგან არ ათავისუფლებს. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და განუხილველად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია: ა) ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, რომ ამით სხვა მესაკუთრეს არ მიადგეს ზიანი, და იმოქმედოს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში; ბ) იზრუნოს იმისათვის, რომ მრავალბინიან სახლში განთავსებულ მის საწარმოში დასაქმებულმა პირებმა ან მათ, ვისაც იგი თავის ინდივიდუალურ ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ან შენობის ნაწილებს სარგებლობაში გადასცემს, შეასრულონ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული მოვალეობანი; გ) ითმინოს ზემოქმედება მის ბინაში არსებულ სახლის ნაწილსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე (საერთო საკუთრებაზე), თუ ეს ზემოქმედება შეესაბამება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებულ პირობებს; დ) ნება დართოს უფლებამოსილ პირს, შევიდეს ბინაში და დროებით გამოიყენოს ის, თუ ეს აუცილებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სათანადო მდგომარეობაში მოსაყვანად და მისთვის მიმდინარე რემონტის ჩასატარებლად; ამ დროს წარმოშობილი ზიანი უნდა ანაზღაურდეს; ე) ითმინოს ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია საკომუნიკაციო და მომარაგების ობიექტების მოსაწყობად და სამოქმედოდ. მესაკუთრე, რომლის სასარგებლოდაც ტარდება ამგვარი ღონისძიებები, ვალდებულია აანაზღაუროს ამ დროს წარმოშობილი ზიანი; ვ) მონაწილეობა მიიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო ხარჯების გაწევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; ზ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების დაცვის მიზნით დაიცვას სამშენებლო-ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარიული და სხვა ნორმები და წესები; თ) თავისი ქონების გასხვისებისას ქონების შეძენის მსურველს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წინაშე არსებული ან მოსალოდნელი ვალდებულებების შესახებ; ი) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით დადგენილი სხვა ვალდებულებები. 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მიერ თავისი კუთვნილი ქონების გამოუყენებლობა, ისევე, როგორც უარის თქმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით სარგებლობაზე, არ ათავისუფლებს მას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯებში მონაწილეობისაგან. 3. ამ მუხლით განსაზღვრული მოვალეობის შეუსრულებლობისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ნოე. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14520781757255405513²56177 (და…21
მითითებამნიშვნელობით ახლოსბინათმესაკუთრეთა ამხან…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო საკუთრებაში…საჯარო რეესტრის შესახე…სანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა