დიპლომატიური სამსახურის შესახებ

მუხლი 19¹. დიპლომატიური თანამდებობის პირის და ადმინისტრაციული პერსონალის შეფასება

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დიპლომატიური თანამდებობის პირი (გარდა დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ განსაზღვრული თანამდებობის პირისა) და ადმინისტრაციული პერსონალი არანაკლებ წელიწადში ორჯერ ექვემდებარებიან შეფასებას ამ კანონისა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

2.დიპლომატიური თანამდებობის პირის და ადმინისტრაციული პერსონალის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, შესაფასებელი პირი მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, შესაფასებელი პირის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, შესაფასებელი პირი არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, შესაფასებელი პირის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

3.შესაფასებელი პირის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დიპლომატიური თანამდებობის პირი (გარდა დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ განსაზღვრული თანამდებობის პირისა) და ადმინისტრაციული პერსონალი არანაკლებ წელიწადში ორჯერ ექვემდებარებიან შეფასებას ამ კანონისა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. 2. დიპლომატიური თანამდებობის პირის და ადმინისტრაციული პერსონალის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, შესაფასებელი პირი მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, შესაფასებელი პირის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, შესაფასებელი პირი არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, შესაფასებელი პირის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. 3. შესაფასებელი პირის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 16 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 16 მაი. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივლ. 2017 – 24 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

  3. 13 ივლ. 2016 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

  4. … – 13 ივლ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. დაემატა 19¹ მუხლი დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალის შეფასების შესახებ: წელიწადში ერთხელ მაინც, ოთხდონიანი სისტემით, უარის თქმა კი მძიმე დისციპლინური გადაცდომაა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
104011¹15893534114 (დ…5 (და…10 (დ…19¹
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…დიპლომატიური სამსახური…პროფესიული საჯარო მოხე…საკონსულო საქმიანობის …სახელმწიფო კომპენსაციი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა