Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადიპლომატიური სამსახურის შესახებმუხლი 32¹

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

მუხლი 32¹. პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატები

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹789

1.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაოდ შეიძლება მიავლინონ პოლიციის ატაშე და უსაფრთხოების ატაშე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერი, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროებში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს.

2.პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე და მეკავშირე ოფიცერი იმყოფებიან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.

3.ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, პოლიციის ატაშე და უსაფრთხოების ატაშე შეიძლება აკრედიტებული იყვნენ ორ ან ორზე მეტ ქვეყანაში. ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, შეიძლება შეიქმნას პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს და მეკავშირე ოფიცრის აპარატები.

4.პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

5.პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები, მივლინებებისა და აპარატების შენახვის ხარჯები კომპეტენციის ფარგლებში განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებებით.

6.პოლიციის ატაშეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათი როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის, მისი გაგრძელებისა და მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესები. ამასთანავე, აღნიშნულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი წესები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისთვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

6¹.უსაფრთხოების ატაშეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლისა და მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებისთვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

7.პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი, მათი აპარატების თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები პირველადი მოწყობისათვის ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

8.პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაფარავენ ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს.

9.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1442 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3928 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1108 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 16 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 16 მაი. 2025
  2. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2022

    32¹ მუხლის მე-6 პუნქტი გამიჯნულია: შსს პირებზე გავრცელდა მე-20 და 28-ე მუხლების წესები, უსაფრთხოების სამსახურის პირებზე — ახალი 6¹ პუნქტი სპეციალური კანონმდებლობის დათქმით; მე-9 პუნქტში გაგრძელების ვადა 6 თვემდეა.

  3. 29 ივნ. 2017

    32¹ მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, სამინისტროსთან შეთანხმებით, 1 წლამდე გაუგრძელოს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცერსა და მათი აპარატების თანამდებობის პირებს.

  4. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  5. 5 ნოე. 2013· გამოქვეყნდა 22 ოქტ. 2013

    ახალი 32¹ მუხლი აწესრიგებს პოლიციის/უსაფრთხოების ატაშის, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მივლინებას, დაქვემდებარებას, აკრედიტაციას, დაფინანსებას, სოციალურ გარანტიებსა და გარდაცვალების ხარჯებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 32²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №31

  • 5 ცვლილება · ბოლო 16 მაი. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 49

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 32თავდაცვის ატაშე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მათი აპარატები
  • 13უფროსი დიპლომატიური თანამდებობები
  • 32³მეკავშირე პროკურორი და დამხმარე

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 9მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობა

პროკურატურის შესახებ

  • 30¹მეკავშირე პროკურორი და დამხმარე

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 78საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
  • 77სამინისტრო

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 35საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებამოსილებანი
  • 40საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და სპეციალურ საშულებათა გამოყენება

პოლიციის შესახებ

  • 4პოლიციის ორგანიზაციული მოწყობა
  • 57პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობის შიდა კონტროლი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 6სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49321332³35404579630¹787732¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიპლომატიური სამსახური…სამართალდაცვით სფეროში…პროკურატურის შესახებსაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026