Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 30¹

პროკურატურის შესახებ

მუხლი 30¹. მეკავშირე პროკურორი და დამხმარე

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს მეკავშირე პროკურორის ან დამხმარის მეშვეობით, „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

2.მეკავშირე პროკურორად და დამხმარედ გენერალური პროკურორი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.

3.მეკავშირე პროკურორი და დამხმარე შედიან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს.

4.მეკავშირე პროკურორი და დამხმარე იმყოფებიან გენერალური პროკურორის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.

5.მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი, სამუშაო მივლინების ხანგრძლივობა და გამოწვევის წესი განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით.

6.გენერალური პროკურორი უფლებამოსილია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ მეკავშირე პროკურორს ან დამხმარეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით 1 წლამდე გაუგრძელოს.

7.მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პროკურატურა. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის თანამდებობრივი სარგოები და მათი სამუშაო მივლინებების ხარჯები განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით.

8.მეკავშირე პროკურორის, დამხმარისა და მათი ოჯახის წევრების პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობის მიზნით ანაზღაურებადი ერთჯერადი თანხა, მისი მიზნობრიობა და ოდენობა, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით.

9.მეკავშირე პროკურორის, დამხმარის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს.

10.მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის მიერ სამსახურის გავლისა და მათი გამოწვევის შემთხვევებში გამოიყენება, აგრეთვე მეკავშირე პროკურორზე, დამხმარესა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის ორგანული კანონი №5077 – ვებგვერდი, 07.10.2019წ. თავი VIII წარმომადგენლობა ქვეყნის შიგნით

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 7 ოქტ. 2019
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 31

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №16

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2019-10-07
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 2ძირითად ტერმინთა განმარტება
  • 15გენერალური პროკურორი
  • 30საერთაშორისო თანამშრომლობა

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 32³მეკავშირე პროკურორი და დამხმარე
  • 13უფროსი დიპლომატიური თანამდებობები
  • 32¹პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატები

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 6- მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში
  • 9- სამოქმედო და სტრატეგიული შეხვედრები
  • 11- გადაცემის გზები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 80საქართველოს პროკურატურა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 33პროკურორი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32³1332¹65332301569118030¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებდიპლომატიური სამსახური…საქართველოსა და ევროჯა…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026