Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადიპლომატიური სამსახურის შესახებმუხლი 32³

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

მუხლი 32³. მეკავშირე პროკურორი და დამხმარე

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში სამუშაოდ შეიძლება მიავლინოს მეკავშირე პროკურორი და დამხმარე, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს.

2.მეკავშირე პროკურორი და დამხმარე იმყოფებიან საქართველოს გენერალური პროკურორის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.

3.მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პროკურატურა. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის თანამდებობრივ სარგოებს და მათი სამუშაო მივლინებების ხარჯებს განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი.

4.მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის მიერ სამსახურის გავლისა და მათი გამოწვევის შემთხვევებში გამოიყენება, აგრეთვე მეკავშირე პროკურორზე, დამხმარესა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი წესები და შესაბამისი კანონმდებლობით საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთათვის გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

5.მეკავშირე პროკურორი, დამხმარე და მათი ოჯახის წევრები პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობის მიზნით ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი.

6.მეკავშირე პროკურორის, დამხმარის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს.

7.საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ მეკავშირე პროკურორს ან დამხმარეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 1 წლამდე გაუგრძელოს. საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5078 – ვებგვერდი, 07.10.2019წ. თავი IV. დიპლომატიური რანგები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 7 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 აგვ. 2009 – 7 ოქტ. 2019 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 13 აგვ. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 7 ოქტ. 2019
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 32²შემდეგი მუხლი 33

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №31

  • 1 ცვლილება · ბოლო 7 ოქტ. 2019
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 32¹პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატები
  • 13უფროსი დიპლომატიური თანამდებობები

პროკურატურის შესახებ

  • 30¹მეკავშირე პროკურორი და დამხმარე
  • 2ძირითად ტერმინთა განმარტება
  • 15გენერალური პროკურორი

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 6- მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში
  • 9- სამოქმედო და სტრატეგიული შეხვედრები
  • 1- განმარტებები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 33პროკურორი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 7უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 15ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1532¹136533730¹21569132³
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოსა და ევროჯა…დიპლომატიური სამსახური…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…სისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026