Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებმუხლი 35

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

მუხლი 35. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებამოსილებანი

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო ზოლში, საზღვაო სივრცესა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში აქვთ შემდეგი უფლება-მოვალეობანი: ა) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დროებით შეზღუდონ ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება შემდგომი კომპენსაციით სახელმწიფოს ხარჯზე; ბ) „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილ შემთხვევებში განათავსონ გემზე სასაზღვრო ბადრაგი, გემის პორტში ან პორტიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე გაცილების მიზნით; გ) ამ მუხლის „ზ“, „თ“, „ი“, „ფ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირები გადასცენ საგამოძიებო ორგანოებს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ) განახორციელონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით გათვალისწინებული „ცხელ კვალზე დევნის უფლება“; ე) დაიცვან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, დადგენილი სასაზღვრო ნიშნები, სხვა სასაზღვრო შენობა-ნაგებობები და ობიექტები; ვ) აღკვეთონ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო შეცვლის ნებისმიერი მცდელობა; ზ) მოიგერიონ შეიარაღებული ჯგუფების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის მცდელობა ან სხვა სახის პროვოკაცია, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დაიცვან სახელმწიფო და მოქალაქეთა კერძო საკუთრება ამგვარი ხელყოფისაგან; თ) თავიდან აიცილონ და აღკვეთონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაადგილება, აგრეთვე ტრანსპორტის, ტვირთისა და სხვა ქონების უკანონოდ გადატანა; ი) გამოავლინონ და დააკავონ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი; კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაატარონ პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება საზღვრის გადაკვეთისათვის საჭირო სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტების წარდგენისას; ლ) სათანადო წესით მოუარონ და დაიცვან სასაზღვრო გამტარი პუნქტები და სხვა სასაზღვრო ობიექტები; მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან და ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად აღკვეთონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ფეთქებადი, მომწამვლელი, რადიაქტიური და ნარკოტიკული საშუალებების, იარაღისა და საბრძოლო მასალის, აგრეთვე კონტრაბანდული და სხვა აკრძალული საგნების გადაადგილება და გადატანა; ნ) ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად უზრუნველყონ სასაზღვრო რეჟიმის დაცვა; ო) უზრუნველყონ სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება; პ) გააკონტროლონ სასაზღვრო რეჟიმი დამოუკიდებლად ან ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად აეროპორტებში (აეროდრომებზე), რკინიგზის სადგურებში, პორტებში, საერთაშორისო საავტომობილო გზების სასაზღვრო გამტარ პუნქტებში; ჟ) გააკონტროლონ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოთა არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის, ყოფნისა და ცურვის დადგენილი წესების შესრულება; რ) შეაჩერონ, დააკავონ, შეამოწმონ და დარღვევის აღსაკვეთად მიიღონ აუცილებელი ზომები უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების მიმართ, თუ მათ დაარღვიეს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული ზღვის მიმდებარე ზონის რეჟიმი; ს) დაეხმარონ სპეციალურად უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაში, სარეწ საქმიანობასა და ეკოსისტემის დაცვაში, აგრეთვე სასაზღვრო ზონაში სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციასა და ხანძრის ჩაქრობაში; ტ) განათავსონ საზღვრის დაცვის საგუშაგოები საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე; უ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეუზღუდავად გადაადგილდნენ სასაზღვრო ზონაში, შეამოწმონ დოკუმენტები, გააკონტროლონ ტრანსპორტი და ტვირთი; ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკავონ ან/და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსონ პირი, თუ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც იწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; ქ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიწვევით და მასთან ერთად შეამოწმონ ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება; ღ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად ამოიღონ საგნები, რომელთა შემოტანა ან გატანა აკრძალულია, აღკვეთონ კონტრაბანდა; ყ) საქართველოში შემომსვლელ მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მოსთხოვონ და შეუმოწმონ პირადობის და საქართველოში შემოსვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, შეიტანონ მათში შესაბამისი აღნიშვნები; შ) არ გაატარონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირი, რომელსაც არა აქვს ამ მუხლის „ყ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტები; ჩ) აუკრძალონ ნაპირზე ჩამოსვლა და ყოფნა უცხო სახელმწიფოს გემის ეკიპაჟის წევრებს და გემზე მყოფ სხვა პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სამართალდარღვევა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და პორტებში, ტერიტორიულ ზღვაში და მიმდებარე ზონაში ყოფნისა და ცურვის დროს; ც) საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს გემს მოსთხოვონ სახელმწიფო დროშის აღმართვა; ძ) აწარმოონ გამოკითხვა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში გემის ან სხვა სანაოსნო საშუალების შემოსვლის მიზნის შესახებ; წ) შესთავაზონ არასამხედრო ან სამხედრო გემს ანდა სხვა სანაოსნო საშუალებას, შეცვალოს კურსი, თუ მას გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს; ჭ) გააჩერონ და შეამოწმონ არასამხედრო ან სამხედრო გემი ანდა სხვა სანაოსნო საშუალება, თუ იგი არ უპასუხებს გამოკითხვის სიგნალს, იმყოფება ნაოსნობისათვის დახურულ ზონაში, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის, ყოფნისა და ცურვის წესებს, გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს, აგრეთვე თუ ეწევა ამ კანონის 21-ე მუხლით აკრძალულ საქმიანობას; ხ) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე დაიცვან საქართველოს ხელოვნური კუნძულები, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სახის დანადგარები და ნაგებობები; ჯ) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე განახორციელონ კონტროლი და მიიღონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით დადგენილი ზომები უცხო სახელმწიფოთა და უკანონო სამეცნიერო-კვლევითი ან სარეწი საქმიანობის აღსაკვეთად და ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად; ჰ) ჩადენილი დანაშაულისათვის ჩამოიყვანონ და დააკავონ უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემის ეკიპაჟის წევრები და გემზე მყოფი სხვა პირები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ჰ 1 ) განახორციელონ სხვა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან, ამ კანონით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში; ჰ 2 ) მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რეგიონებისა და სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ და მატერიალურ-კულტურულ განვითარებაში. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2090 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.117 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1362 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.134 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4264 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.424 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222 საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021

    35-ე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტში დაკავება და იზოლატორში მოთავსება ახლა „ან/და“ კავშირითაა დაკავშირებული, ხოლო დროებითი პატიმრობის ადგილი შეიცვალა დროებითი მოთავსების იზოლატორით.

  2. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    35-ე მუხლის „მ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლობის პარტნიორად საბაჟო დეპარტამენტის ნაცვლად ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურია დასახელებული.

  3. 12 მაი. 2005· გამოქვეყნდა 28 აპრ. 2005

    35-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში გადაცემის ადრესატი ახლა საგამოძიებო ორგანოებია „მოკვლევისა და გამოძიების ორგანოების“ ნაცვლად. ამოღებულია „ყ“ ქვეპუნქტი, რომელიც მოკვლევის წარმოების უფლებამოსილებას ითვალისწინებდა.

  4. 1 იან. 2000· გამოქვეყნდა 24 ივნ. 1999

    35-ე მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა; ნაჩვენები ნაწილით დაემატა „ჰ.გ)“ ქვეპუნქტი სასაზღვრო რეგიონებისა და სოფლების განვითარებაში დეპარტამენტის მონაწილეობის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 34შემდეგი მუხლი 36

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2023 · №37

  • 4 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2021
  • 12 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21მუხლი 33მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 40საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და სპეციალურ საშულებათა გამოყენება
  • 36საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემების დაკავების საფუძველი
  • 32საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 16 (დანართი 1)
  • 22 (დანართი 1)
  • 29¹ (დანართი 1)

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 24საქართველოს შესაბამისი ორგანოების უფლებები უცხო ქვეყნის გემის მიმართ
  • 23საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვა
  • 37საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში საქართველოს სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის დარღვევის საწინააღმდეგო ზომები

თავდაცვის კოდექსი

  • 162საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 246ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული დაკავების უფლება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 8სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24233724621335403632816 (დ…22 (დ…29¹ (…16235
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საზღვაო სი…თავდაცვის კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 ივნ. 2023 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026