დიპლომატიური სამსახურის შესახებ

მუხლი 34. უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭება

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უმაღლესი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მინისტრის წარდგინებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

1¹.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს უმაღლეს დიპლომატიურ რანგს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის წარდგინებითა და თანახელმოწერით.

2.საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოს: ა) მინისტრს; ბ) მინისტრის პირველ მოადგილეს; გ) მინისტრის მოადგილეს; დ) იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირს, რომელსაც უკავია ან ეკავა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1 051 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3375 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1624 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2022

    34-ე მუხლის მე-2 პუნქტში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი შეიძლება მიენიჭოს მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელობის გამოცდილების მქონე პირებთან ერთად.

  2. 34-ე მუხლის პირველ პუნქტში პრემიერ-მინისტრის „კონტრასიგნაცია“ შეიცვალა ტერმინით „თანახელმოწერა“; მე-2 პუნქტი ნაჩვენებ ნაწილში უცვლელია.

  3. 34-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12737333515652138352834
მნიშვნელობით ახლოსდიპლომატიური სამსახური…სახელმწიფო კომპენსაციი…საკონსულო საქმიანობის …საქართველოს კონსტიტუცი…სახელმწიფო სპეციალური …საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა