Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპოლიციის შესახებმუხლი 43¹

პოლიციის შესახებ

მუხლი 43¹. პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე პირის მიღება და სწავლება, სტუდენტის სტატუსი

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის  საბაკალავრო პროგრამაზე (შემდგომ – საპოლიციო საბაკალავრო პროგრამა) მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს მინისტრის ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს და გაივლის ამ კანონის 37 1 მუხლით გათვალისწინებულ შემოწმებას. საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე პირის მისაღებად შეიძლება დაწესდეს აგრეთვე დამატებითი მოთხოვნა − ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება.

2.საპოლიციო საბაკალავრო პროგრამის შემადგენელი ნაწილებია ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, აგრეთვე სავალდებულო სპეციალური სასწავლო საგნები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის. ამ მიზნით პოლიციის აკადემია უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვებას.

3.სტუდენტს საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე ენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, ხოლო იმავე პროგრამის კურსდამთავრებულს − საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკვე მინიჭებული აქვს სხვა სპეციალური წოდება ან სამხედრო წოდება.

4.სტუდენტს პოლიციის აკადემიაში სწავლის პერიოდი კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება.

5.სტუდენტს საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სწავლისთვის საჭირო ინვენტარითა და მასალით, კვებით, შესაბამისი უნიფორმითა და წახალისების საშუალებებით უზრუნველყოფს პოლიციის აკადემია. იგი აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის პერიოდში შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს საერთო საცხოვრებლით.

6.სტუდენტის პოლიციის აკადემიაში საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

7.სტუდენტი საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სარგებლობს პოლიციელისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებით, სტუდენტის სტატუსის თავისებურებების გათვალისწინებით.

8.სტუდენტი საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში ვალდებულია დაიცვას პოლიციის აკადემიის მიერ დადგენილი სტუდენტის ქცევის წესები, პოლიციელისთვის დადგენილი ეთიკური ქცევის ნორმები, სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით დადგენილი მარეგულირებელი ნორმები, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტები სტუდენტის სტატუსის თავისებურებების გათვალისწინებით.

9.სამინისტრო უზრუნველყოფს იმ პირის სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასაქმებას, რომელმაც საპოლიციო საბაკალავრო პროგრამის კურსი წარმატებით დაამთავრა.

10.პოლიციის აკადემია უფლებამოსილია სტუდენტთან დადოს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში იმუშაოს. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება დადგეს სტუდენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის, მათ შორის, დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობის, დაკისრების საკითხი. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1208 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 17 დეკ. 2025
წინა მუხლი 43შემდეგი მუხლი 44

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-17 · №45

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-17
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 37¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პოლიციის შესახებ

  • 43პოლიციის კადრების მომზადება
  • 37სამსახურში მიღების წესი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 29¹სამსახურის კადრების მომზადება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 8⁶საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის
  • 8⁷საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის
  • 46¹მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების გზები და მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 17პოლიციის თანამშრომელი
  • 18¹პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესი, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება
  • 18პოლიციაში მიღების ზოგადი მოთხოვნები

სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ

  • 9სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
  • 7სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 10⁵სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირველადი საოფიცრე და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1718¹188⁶8⁷46¹10⁵9737¹433729¹43¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…უმაღლესი განათლების შე…ფინანსური პოლიციის შეს…სპეციალური პროფესიული …სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 მარ. 2026