Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუმაღლესი განათლების შესახებმუხლი 8⁶

უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 8⁶. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: ა) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე დადგინდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები; ბ) პასუხისმგებელია საპოლიციო განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; გ) უზრუნველყოფს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას; დ) მონაწილეობს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.

2.საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი აქტებით შეიძლება შეიზღუდოს ამ კანონით გათვალისწინებული სტუდენტის უფლებები.

3.ამ კანონსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურესთან ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურესთან ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

4.პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 17 დეკ. 2025
წინა მუხლი 8⁵შემდეგი მუხლი 8⁷

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №127

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-17
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 8¹საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენცია სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის
  • 8⁷საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის
  • 8⁵საქართველოს სპორტის სამინისტროს კომპეტენცია სასპორტო უმაღლესი განათლების სფეროში

პოლიციის შესახებ

  • 43პოლიციის კადრების მომზადება
  • 57პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობის შიდა კონტროლი
  • 43¹პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე პირის მიღება და სწავლება, სტუდენტის სტატუსი

სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ

  • 9სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
  • 7სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 29¹სამსახურის კადრების მომზადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 2სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

პროფესიული განათლების შესახებ

  • 15საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ზოგადი განათლების შესახებ

  • 26სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
215268¹8⁷8⁵97435743¹29¹8⁶
მნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებუმაღლესი განათლების შე…სპეციალური პროფესიული …საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს განათლების…პროფესიული განათლების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026