უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 46¹. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების გზები და მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა: ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, რა დროსაც სტუდენტს ასოცირებული ხარისხი ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შედეგად; ბ) ცალკე საგანმანათლებლო პროგრამის სახით და პროფესიულ სტუდენტს ასოცირებული ხარისხი მიანიჭოს შესაბამისი მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4.ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, სწავლის უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე.

5.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების შინაარსის შესწავლის შედეგად ადგენს პირის მიერ ამ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შეთავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა და ამ საგანმანათლებლო პროგრამით სწავლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა.

6.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს პირის კრედიტებით დატვირთვა იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად არ არის შესრულებული. კრედიტების აღიარება ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №74 · ძალაშია 5 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2005 – 1 სექ. 2010 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
634¹5250¹6647²224 (და…3 (და…2 (და…10271246¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…პროფესიული განათლების …ეროვნული საკვალიფიკაცი…განათლების ხარისხის გა…ზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №127 · ბოლოს შემოწმდა