Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკულტურული მემკვიდრეობის შესახებმუხლი 49

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 49. ძეგლზე სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:უძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹56

1.მოძრავი ძეგლის, ასევე უძრავი ძეგლის გადაადგილებადი ფრაგმენტის (გარდა პალეოგრაფიული და მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლებისა) კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) განმარტებითი ბარათი (პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება); ბ) ძეგლის არსებული მდგომარეობის ფიქსაცია, მათ შორის, ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები, შესაბამისი ანალიზები; გ) სამუშაო გეგმა, მისი დასაბუთება, პროცესის თანმიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი; დ) მოსალოდნელი შედეგების აღწერა.

2.უძრავი ძეგლის კვლევითი სამუშაოების პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში დასაბუთებული უნდა იყოს კვლევის მიზნით ძეგლზე ფიზიკური ზემოქმედების აუცილებლობა და კვლევითი სამუშაოების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. განმარტებით ბარათში უნდა მიეთითოს: ა.ა) ძეგლის ზუსტი დასახელება, მისი ადგილმდებარეობის დასახელება და ზუსტი მისამართი; ა.ბ) სამუშაოთა სახეობები და მოცულობა, შერჩეული მეთოდოლოგია; ა.გ) კომპლექსური ძეგლის შემთხვევაში, როდესაც არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული კონსერვაციის გეგმა, ხოლო პროექტი მხოლოდ მისი ფრაგმენტის შესწავლას ითვალისწინებს, – სამუშაოების კონსერვაციის გეგმასთან შესაბამისობა; ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1000 ან 1:2000), ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი გლობალური თანამგზავრული სისტემით განსაზღვრული კოორდინატებით (შემდგომში – GPS კოორდინატები); გ) საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტომასალა; დ) სამუშაო გეგმა, მისი დასაბუთება, პროცესის თანმიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი; ე) მოსალოდნელი შედეგების აღწერა.

3.უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი უნდა შემუშავდეს კვლევითი სამუშაოების საფუძველზე. იგი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შემთხვევისა, შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება, მოსალოდნელი შედეგების აღწერა; ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1000 ან 1:2000), ტოპოგრაფიული გეგმა (მასშტაბი 1:500 ან 1:200) და გენერალური გეგმა (მასშტაბი 1:500 ან 1:200); გ) საპროექტო ობიექტისა და მისი საერთო ხედების ამსახველი ფოტომასალა, საპროექტო ნაწილის განშლა მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, დაზიანების არსებობის შემთხვევაში – ლოკალური დაზიანების ამსახველი ფოტომასალა, საარქივო ფოტომასალა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ფოტომონტაჟი; დ) ძეგლის ანაზომები (კროკები, გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:100, 1:50)); ე) სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალის ჩამონათვალი) და რეკომენდაციები; ვ) კვლევითი სამუშაოებისას არქეოლოგიური კვლევის ჩატარების შემთხვევაში – არქეოლოგიური კვლევის შედეგები (საკვლევი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა, არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ძეგლების განლაგების სქემა და ანაზომი, შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის მიერ ხელმოწერით, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:25, 1:20), ტექსტური აღწერილობა, არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში); ზ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები და რეკომენდაციები); თ) დასკვნა ძეგლზე სამუშაოების ჩატარებისას გამოსაყენებელი მასალის არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ; ი) ზონდირების შემთხვევაში – ზონდაჟების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა; კ) არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა; ლ) კონსტრუქციული დეტალების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა; მ) სადემონსტრაციო მასალა (გეგმები, ფასადები, ჭრილები (მასშტაბი 1:50, 1:100, 1:200), ფრაგმენტები და დეტალები (მასშტაბი 1:20, 1:10)), ფოტომონტაჟი და პროექტის დასაბუთება; ნ) შესაბამისი ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარების პროექტი (მასშტაბი 1:500 ან 1:200); ო) სამუშაო პროექტი: არქიტექტურული ნაწილის განმარტებითი ბარათი, არქიტექტურული სამუშაო ნახაზები და შაბლონები (მასშტაბი 1:100, 1:50, 1:1); კონსტრუქციული ნაწილის განმარტებითი ბარათი და კონსტრუქციული სამუშაო ნახაზები (მასშტაბი 1:100, 1:50); საინჟინრო ქსელების განმარტებითი ბარათი, გარე და შიდა საინჟინრო ქსელების (ელექტროგაყვანილობა, წყალმომარაგება-კანალიზაცია, თბომომარაგება და სხვა საინჟინრო კომუნიკაციები) სამუშაო ნახაზები/სქემები (მასშტაბი 1:100, 1:200); პ) სამუშაოების ჩატარების ორგანიზაციული პროექტი, სამუშაოთა გეგმა და დასაბუთება, რომელშიც ნაჩვენებია პროცესის თანამიმდევრობა, სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი; ჟ) მოსალოდნელი შედეგების აღწერა.

4.მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების (ფასადის სამღებრო სამუშაოები; საინჟინრო კომუნიკაციებისა და სარინების მოწყობა-დამონტაჟება მზიდი კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების გარეშე; ცალკეული არქიტექტურული დეტალების (მათ შორის, ღიობების, კიბეების, აივნების, დეკორატიული ელემენტების) სახეცვლილება, ინტერიერში ჩასატარებელი სარესტავრაციო, სამღებრო ან სარემონტო სამუშაოები, ძეგლის გაწმენდის სამუშაოები) პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ა) განმარტებითი ბარათი (პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება); ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1000 ან 1:2000); გ) საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტომასალა; დ) სამუშაოების ამსახველი გრაფიკული მასალა, რომელშიც ნაჩვენებია შესაბამისი ნიშნულები; ე) ძეგლის შესაბამისი ნაწილის ანაზომები; ვ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევა ჩასატარებელი სამუშაოების დასაბუთებით; ზ) სამუშაოთა გეგმა, სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი; თ) პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ფოტომონტაჟი; ი) ფასადისა და ინტერიერში ჩასატარებელი სარესტავრაციო, სამღებრო ან სარემონტო სამუშაოებისას თავდაპირველ (ადრეულ) ფერთა სპექტრის ანალიზი.

4¹.მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მზიდი კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების გარეშე აბრებისა და შუქფარების განთავსებას, ძეგლის სახურავის (საბურველის) საფრის (ყავარი, კრამიტი, ლორფინი და სხვა) გამოცვლას, სარინების შეკეთებას/გამოცვლას, საინჟინრო კომუნიკაციების შეკეთებას/გამოცვლას, შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ა) საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტომასალა; ბ) პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ფოტომონტაჟი; გ) განმარტებითი ბარათი (შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება); დ) სამუშაოთა გეგმა, სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი; ე) აბრებისა და შუქფარების განთავსების შემთხვევაში − სამუშაოების ამსახველი გრაფიკული მასალა, რომელშიც ნაჩვენებია შესაბამისი ნიშნულები.

5.თუ ძეგლზე სამუშაოები მისი პალეოგრაფიული ან მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ფრაგმენტსაც მოიცავს, ძეგლზე სამუშაოების პროექტს ასევე უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

6.პალეოგრაფიული ან მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) განმარტებითი ბარათი (პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება); ბ) უძრავი ძეგლის შემთხვევაში – საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1000 ან 1:2000), GPS კოორდინატებით; გ) საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტომასალა, დაზიანებული ელემენტებისა და ფრაგმენტების დეტალური ფოტოფიქსაცია; დ) საპროექტო ობიექტის ანაზომი, დაზიანებათა განლაგების სქემა (მასშტაბი 1:50, 1:25), ცალკეული დეტალები (მასშტაბი 1:1), შაბლონები; ე) საპროექტო ობიექტის ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზის შედეგები); ვ) საპროექტო ობიექტის სახელოვნებათმცოდნეო კვლევა; ზ) შესაბამისი სპეციალისტის დასკვნა სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალის ძეგლზე არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ; თ) სამუშაო გეგმა, მისი დასაბუთება, პროცესის თანმიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი; ი) მოსალოდნელი შედეგების აღწერა. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1020 – ვებგვერდი, 25.11.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 9 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 9 დეკ. 2021· გამოქვეყნდა 25 ნოე. 2021

    მე-4 პუნქტში პროექტის შემადგენლობას დაემატა „ი“ ქვეპუნქტი — თავდაპირველი ფერთა სპექტრის ანალიზი ფასადისა და ინტერიერის სამუშაოებისას. 4¹ პუნქტში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩამონათვალი გაფართოვდა აბრებით, შუქფარებით და საინჟინრო კომუნიკაციებით, ხოლო პროექტის ნაწილებს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი გრაფიკული მასალის შესახებ.

  2. 4 დეკ. 2008

    49-ე მუხლში სახურავის საფარისა და სარინელების სამუშაოები გამოიყო საინჟინრო კომუნიკაციებისგან და მათთვის 4¹ პუნქტით შემცირებული შემადგენლობის პროექტი დადგინდა; ასევე რედაქციულად შეიცვალა ზოგიერთი ქვეპუნქტის პუნქტუაცია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 48შემდეგი მუხლი 50

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სადეველოპერო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებასერვისის გვერდი
  • სამრეწველო და სალოგისტიკო უძრავი ქონების ბაზრის ანალიზისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №23

  • 2 ცვლილება · ბოლო 25 ნოე. 2021
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 50არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა
  • 25ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ტიპები და სახეები
  • 51გადაუდებელი აუცილებლობისას ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სახეობები და სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 45სამშენებლო დოკუმენტის პროექტი; სამშენებლო დოკუმენტი
  • 19საპროექტო სამუშაოების საწყისი მონაცემები
  • 52სამშენებლო დოკუმენტის პროექტი

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

  • 3გეგმის

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 11სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სტრუქტურა
  • 106მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული დოკუმენტები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 125დათვალიერების ოქმის შინაარსი

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 66⁶ (დანართი 1)უძრავ ;ნივთთან დაკავშირებული მომსახურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
350255112566⁶ (…31110645195249
მნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…განსაკუთრებული მნიშვნე…კომპანიის ნარჩენების მ…საქართველოს სივრცის და…საქართველოს სამოქალაქო…სამშენებლო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026