სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 29. აღდგენითი სამუშაოების ჩატარება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენით სამუშაოებს დარგობრივი კომპეტენციის შესაბამისად ატარებენ სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებები, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების და ორგანიზაციების მონაწილეობით.

2.აღდგენითი სამუშაოები ტარდება საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის დასრულების ფაზაში ან მისი დასრულებისთანავე.

3.აღდგენითი სამუშაოები მოიცავს: ა) დაზიანებული ან შეფერხებული სატრანსპორტო უზრუნველყოფის აღდგენას; ბ) საკომუნიკაციო ქსელებსა და ხაზებზე დაზიანების აღმოფხვრას; გ) ენერგომომარაგების აღდგენის სამუშაოების ორგანიზებას; დ) აუცილებელი ინფრასტრუქტურის ელემენტების აღდგენას; ე) მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფისთვის საჭირო მინიმალური პირობების შექმნას; ვ) ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდისა და გაუსნებოვნების მიზნით სამუშაოების ჩატარებას; ზ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; თ) სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას; ი) სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

4.აღდგენითი სამუშაოები ტარდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენით სამუშაოებს დარგობრივი კომპეტენციის შესაბამისად ატარებენ სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებები, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების და ორგანიზაციების მონაწილეობით. 2. აღდგენითი სამუშაოები ტარდება საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის დასრულების ფაზაში ან მისი დასრულებისთანავე. 3. აღდგენითი სამუშაოები მოიცავს: ა) დაზიანებული ან შეფერხებული სატრანსპორტო უზრუნველყოფის აღდგენას; ბ) საკომუნიკაციო ქსელებსა და ხაზებზე დაზიანების აღმოფხვრას; გ) ენერგომომარაგების აღდგენის სამუშაოების ორგანიზებას; დ) აუცილებელი ინფრასტრუქტურის ელემენტების აღდგენას; ე) მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფისთვის საჭირო მინიმალური პირობების შექმნას; ვ) ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდისა და გაუსნებოვნების მიზნით სამუშაოების ჩატარებას; ზ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; თ) სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას; ი) სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას. 4. აღდგენითი სამუშაოები ტარდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
62394153039218476712829
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…საგანგებო მდგომარეობის…საგზაო მოძრაობის შესახ…გარემოს დაცვის შესახებგარემოსდაცვითი პასუხის…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა