კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 12. არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არქეოლოგიური მემკვიდრეობის ადგილზე შენარჩუნებისა და მისი მომავალი თაობების მიერ უკეთესი ტექნოლოგიებით შესწავლის მიზნით არქეოლოგიური ობიექტის გათხრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სამეცნიერო საკითხების გადასაჭრელად ან თუ არქეოლოგიურ მემკვიდრეობას სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და სხვა სახის საქმიანობით ან ბუნებრივი პროცესების შედეგად დაზიანება ან განადგურება ემუქრება.

2.არქეოლოგიურ სამუშაოთა დასრულების შემდეგ დაუშვებელია განათხარი არქეოლოგიური ობიექტისა და არქეოლოგიური მონაპოვრის მიტოვება კონსერვაციის ან რეკულტივაციის გარეშე, ხოლო სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და არქეოლოგიური მასალა სამუშაოთა მწარმოებელმა (შესაბამისი ნებართვის მფლობელმა) სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისაგან, განადგურებისა და დაკარგვისაგან, ასევე გარემო პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან.

3.თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდება მაღალი მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე, მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირება, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. ეს ორგანო პასუხისმგებელია ამ ნივთის (ნივთების) დაცვაზე, მის (მათ) უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირებამდე.

4.მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, როგორც წესი, უნდა ინახებოდეს უახლოეს მუზეუმ-ნაკრძალში, მუზეუმში ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 მაი. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1024259¹551347511201192386149 (დ…12
მითითებამნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…საქართველოს სისხლის სა…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სისხლის სა…ტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს „წითელი ნუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა