Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამუზეუმების შესახებმუხლი 4

მუზეუმების შესახებ

მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მუზეუმი – კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) ისტორიული მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს ისტორიულ განვითარებასთან, აგრეთვე ცალკეული მხარის ისტორიასთან დაკავშირებული მასალები; გ) საბუნებისმეტყველო მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ბუნების მოვლენების, ადამიანისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების ამსახველი მასალები, აგრეთვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებასთან დაკავშირებული მასალები; დ) მემორიალური მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ისტორიულ პირთან დაკავშირებული მასალები ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული მოვლენის ამსახველი მასალები; ე) ხელოვნების მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ხელოვნების სხვადასხვა დარგის ისტორიისა და თანამედროვე ხელოვნების ამსახველი მასალები; ვ) ლიტერატურული მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ლიტერატურის ისტორიისა და თანამედროვე ლიტერატურის ამსახველი მასალები; ვ 1 ) სამხედრო მუზეუმი − ღია სივრცეში ან/და შენობაში განთავსებული მუზეუმი, სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები; ზ) მუზეუმის ფონდი – მუზეუმში დაცული ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა; თ) სამუზეუმო ნივთი – მუზეუმის ფონდში დაცული კულტურული ფასეულობა, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლი, კულტურის უძრავი ძეგლის ფრაგმენტული ნაწილი ან კულტურის ძეგლის ნიშნის მქონე ანტიკვარული საგანი; ი) სამუზეუმო ექსპონატი – დადგენილი წესით აღრიცხული სამუზეუმო ნივთი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი; კ) სამუზეუმო კოლექცია – რაიმე საერთო ნიშნით ერთმანეთთან დაკავშირებული ნივთების ერთობლიობა, რომელიც შეადგენს მუზეუმის ფონდის ნაწილს; ლ) სამუზეუმო საქმიანობა – მუზეუმთან დაკავშირებული საკანონმდებლო და საფინანსო-ეკონომიკური, შეგროვებითი, საფონდო, სარესტავრაციო, სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულ-საგანმანათლებლო და საექსპოზიციო საქმიანობა; მ) საქართველოს მუზეუმების სისტემა – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების ერთობლიობა; ნ) საქართველოს სამუზეუმო ფონდი – საქართველოს მუზეუმებში დაცული ფონდების ერთობლიობა; ო) საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო ნაწილი – სახელმწიფო და ადგილობრივ მუზეუმებში აღრიცხული და დაცული სამუზეუმო ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა; პ) საქართველოს სამუზეუმო ფონდის არასახელმწიფო ნაწილი – არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმების საკუთრებაში არსებული, აღრიცხული და დაცული სამუზეუმო ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა; ჟ) მუზეუმის საინვენტარო წიგნი – დადგენილი წესით შედგენილი სააღრიცხვო დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ძირითადი მონაცემები თითოეულ სამუზეუმო ექსპონატსა და კოლექციაზე; რ) სამუზეუმო ექსპოზიცია – გარკვეული სისტემით ექსპონირებული მუზეუმის ფონდის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია დამთვალიერებლისათვის. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2293 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. თავი II. სამუზეუმო საქმიანობის ორგანიზება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 28 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  2. … – 8 ოქტ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2022
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 დეკ. 2024 · №10

  • 1 ცვლილება · ბოლო 27 დეკ. 2022
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მუზეუმების შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
  • 8მუზეუმის ტიპები
  • 9მუზეუმის შექმნა (დაფუძნება) და მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები

კულტურის შესახებ

  • 5ძირითადი ტერმინები

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინები
  • 8მუზეუმ-ნაკრძალი

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

პროფესიული თეატრების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 3კანონის მიზნები და ამოცანები

სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო ენის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2892385233334
მნიშვნელობით ახლოსმუზეუმების შესახებკულტურის შესახებკულტურული მემკვიდრეობი…ინფორმაციის ერთიანი სა…საჯარო რეესტრის შესახე…პროფესიული თეატრების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 დეკ. 2024 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026