Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკულტურული მემკვიდრეობის შესახებმუხლი 15

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 15. ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:სხვა მოძრავი ქონების შეფასებასახლები და მიწის ნაკვეთები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ძეგლის სტატუსი ასევე შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობას, რომელიც ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ე რთეულია. ამ შემთხვევაში მის უძრავ და მოძრავ ნაწილებზე ვრცელდება ამ კანონით უძრავი და მოძრავი ძეგლების მიმართ დადგენილი შესაბამისი წესები.

3.ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

4.თუ ვერ ხერხდება ობიექტის რაობის სრულყოფილი განსაზღვრა, ასევე როდესაც მის ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებასთან დაკავშირებული მონაცემები გადამოწმებას ან დამატებით შესწავლას საჭიროებს, მინისტრი უფ ლებამოსილია მაინც შეიტანოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში. ამ მომენტიდან მასზე ვრცელდება ამ კანონის VI და IX თავებით ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი.

5.ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიძლება შეტანილ იქნეს 6 თვის ვადით. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 6 თვისა.

6.სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მისი სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტის თაობაზე მონაცემებს წარუდგენს საბჭოს.

7.თუ სათანადო კვლევების შედეგად დადგინდება, რომ არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭოს დასკვნის საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილია ამორიცხოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიიდან ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე.

8.მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის ან სიიდან ამორიცხვის შესახებ, აგრეთვე ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნების მომენტიდან.

9.კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ მონაცემები შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში აისახება ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 9 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 ივლ. 2020

    მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში თბილისისთვის განსაკუთრებული წესის (მთავრობის განკარგულება) გავრცელების არეალი ახლა განისაზღვრება თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

  2. 6 აგვ. 2018
  3. 25 სექ. 2013

    მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში სტატუსს მინისტრი ანიჭებს საბჭოს დასკვნით, ხოლო თბილისში — მთავრობა განკარგულებით სამინისტროს წარდგინებით; მერვე პუნქტი მხოლოდ მინისტრის აქტებს ეხება.

  4. 4 დეკ. 2008

    მე-3 პუნქტს დაემატა გამონაკლისი V¹ თავის შემთხვევებზე, ხოლო მე-8 პუნქტი ახლა მოიცავს თბილისში მთავრობის ინდივიდუალურ აქტსაც.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსის შემოწმებასერვისის გვერდი
  • ხელოვნების ნაწარმოებების, ანტიკვარული ნივთების და ძვირფასეულობის შეფასებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №23

  • 4 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 17ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა
  • 47ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი
  • 16კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სახელმწიფო აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

  • 15კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზა
  • 34სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება საქართველოდან გასატანად განცხადებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე
  • 29იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა, რომელიც შეტანილია კულტურული ფასეულობის დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში

კულტურის შესახებ

  • 22სახელმწიფოს ვალდებულება ისტორიისა და კულტურის ძეგლების დასაცავად
  • 19მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენცია კულტურის სფეროში

ტურიზმის შესახებ

  • 9ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება

ინოვაციების შესახებ

  • 15⁸ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მოპოვებისა და სტატუსით სარგებლობის პირობები

მუზეუმების შესახებ

  • 7მუზეუმისათვის კატეგორიის მინიჭება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 6ბუნების ძეგლი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15342971747162219615⁸915
მნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…კულტურულ ფასეულობათა ს…კულტურის შესახებტურიზმის შესახებინოვაციების შესახებმუზეუმების შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026