სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

მუხლი 4

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით გაუთვალისწინებელი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს ნებართვა ესაჭიროება, თუ: ა) ექსპორტიორს ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულმა ნებართვის გამცემმა გონივრული ვარაუდის საფუძველზე აცნობა, რომ პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა.ა) ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის შემუშავებასთან/განვითარებასთან, წარმოებასთან, მართვასთან, ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, შენახვასთან, აღმოჩენასთან, იდენტიფიცირებასთან ან გავრცელებასთან დაკავშირებით ან ასეთი იარაღის გადამტანი ჭურვის/რაკეტის შემუშავებასთან/განვითარებასთან, წარმოებასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან ან შენახვასთან დაკავშირებით; ა.ბ) სამხედრო მიზნებისათვის, თუ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ან საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე ან საქართველოს მიერ ცალმხრივად მყიდველი მხარის ან საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მიმართ იარაღის ემბარგოა დაწესებული. სამხედრო მიზნებისათვის გამოყენება ამ მუხლში გულისხმობს: ა.ბ.ა) პროდუქციის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ სამხედრო პროდუქციაში ჩაყენებას/ჩამონტაჟებას; ა.ბ.ბ) საწარმოო, საცდელი ან ანალიტიკური აღჭურვილობის და მისი კომპონენტის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის შემუშავებისთვის/განვითარებისთვის, წარმოებისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის გამოყენებას; ა.ბ.გ) ნებისმიერი ნახევარფაბრიკატის/დაუსრულებელი პროდუქციის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის გამოყენებას; ბ) ექსპორტიორისთვის ცნობილია ან მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ ამ მუხლით განსაზღვრული პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის. თავი III იმპორტი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 დეკ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2276314 (და…11 (დ…11417361634
მნიშვნელობით ახლოსსამხედრო და ორმაგი დან…სამხედრო და ორმაგი დან…სამხედრო და ორმაგი დან…რადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს საბაჟო კოდ…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა