Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 141

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 141. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის გამოყენება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ექსპორტის კონტროლიშეზღუდული საქონელი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში საქონელი, მისი სპეციალური გამოყენების გათვალისწინებით, შეიძლება გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობით.

2.თუ საქონელი იმყოფება წარმოების ისეთ ეტაპზე, რომელიც მხოლოდ მისი საბოლოო მოხმარების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, საბაჟო ორგანოს შეუძლია ავტორიზაციაში მიუთითოს ის პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მიიჩნევა, რომ საქონელი გამოყენებულ იქნა იმ მიზნობრივი დანიშნულებით, რომლისთვისაც გათავისუფლდა იმპორტის გადასახდელისგან.

3.თუ შესაძლებელია მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის მრავალჯერადი გამოყენება და საბაჟო ორგანო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით საჭიროდ მიიჩნევს მის მიმართ საბაჟო ზედამხედველობის გაგრძელებას, იგი უნდა გაგრძელდეს საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით პირველად გამოყენების დღიდან არაუმეტეს 3 წლით. იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიმართაც საბაჟო ზედამხედველობა არ სრულდება ამ ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4.დაუშვებელია საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გასხვისება, დაგირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან სარგებლობაში გადაცემა ან სხვაგვარად გამოყენება.

5.თუ საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია შესაბამის საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი, უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საქონელი უკანონოდ განკარგულად მიიჩნევა.

6.საბაჟო ზედამხედველობა სრულდება, თუ: ა) შესრულდა საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პირობა; ბ) საქონელი დეკლარირებულ იქნა ექსპორტის პროცედურაში; გ) საბაჟო ორგანოს თანხმობით საქონელი სხვა მიზნით იქნა გამოყენებული და გადახდილ იქნა იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხა; დ) განხორციელდა საქონლის განკარგვა ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად.

7.თუ მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი გასხვისდა იმ პირზე, რომელიც მას იყენებს იმ მიზნობრივი დანიშნულებით, რომლისთვისაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელზე შეღავათები იქნებოდა გამოყენებული, ამ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და იგი ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.

8.საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში გამოიყენება ამ კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული გამოსავლიანობის ნორმა.

9.მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გამოყენების ან დამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი ან/და ჯართი, მისი მიზნობრივი დანიშნულებისა და ბუნებრივი დანაკარგების გათვალისწინებით, იმავე მიზნით გამოსაყენებელ საქონლად მიიჩნევა.

10.მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის განადგურების შედეგად მიღებული ნარჩენი ან/და ჯართი საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულად მიიჩნევა.

11.საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცევისა და ამ პროცედურის დასრულების წესები და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. თავი XXIV. შიდა გადამუშავების პროცედურა

წინა მუხლი 140შემდეგი მუხლი 142

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ/იმპორტის ნებართვასერვისის გვერდი
  • ორმაგი დანიშნულების ტვირთების ექსპორტისერვისის გვერდი
  • სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

4
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 143

მიუთითებენ მასზე

მუხლი 163მუხლი 30მუხლი 70მუხლი 113

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 158ექსპორტის პროცედურის გამოყენება
  • 148გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენება
  • 137დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება
  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 63ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის კრიტერიუმები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 258საკონტროლო შესყიდვა
  • 257¹საგადასახადო მონიტორინგი
  • 164¹დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10258257¹164¹57143163307011315814813763141
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…რადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს საგადასახა…თავისუფალი ინდუსტრიული…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025