ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი კონსულტაცია

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თვითმმართველი ერთეულის ნორმატიული აქტის მიღებასთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარე (ქალაქ თბილისის შემთხვევაში – აგრეთვე ქალაქის მერი) უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მიმართოს შესაბამის ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივი კონსულტაციის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით.

2.სამართლებრივი კონსულტაციის თაობაზე წერილობით მიმართვას უნდა ერთოდეს მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტის პროექტი და პროექტის განმარტებითი ბარათი.

3.შესაბამისი ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია წერილობითი მიმართვის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოამზადოს და შესაბამის თანამდებობის პირს გაუგზავნოს სამართლებრივი დასკვნა მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტის პროექტის კანონიერების თაობაზე. ნორმატიული აქტის პროექტში სამართლებრივი ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში დასკვნა უნდა შეიცავდეს საკანონმდებლო ან სხვა ნორმატიული აქტის დასახელებას, რომელსაც ეწინააღმდეგება პროექტი, და რეკომენდაციებს სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ.

4.შესაბამისი ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივი დასკვნა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები სამართლებრივ აქტებს იღებენ (გამოსცემენ) დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 19 ივნ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9106³819215171313713261247
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ნორმატიული აქტების შეს…მაუწყებლობის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…ეროვნული მარეგულირებელ…საქართველოს ზოგადი ადმ…