Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 26

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 26. ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციების დელეგირება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს მესამე პირზე საკუთარი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ სრულდება შემდეგი პირობები: ა) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია მესამე პირზე საკუთარი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირებამდე სულ მცირე 10 დღით ადრე აღნიშნულის შესახებ აცნობებს საზედამხედველო ორგანოს; ბ) ლიცენზირებულ ან რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიას შეუძლია დაასაბუთოს, რომ ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირებას ობიექტური საფუძველი აქვს; გ) ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება საფრთხეს არ უქმნის ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ეფექტიან ზედამხედველობას, კერძოდ, მის მიერ ინვესტორების საუკეთესო ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას; დ) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მესამე პირზე შესაბამისი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება გათვალისწინებულია საინვესტიციო ფონდის პროსპექტით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით; ე) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ პორტფელის მართვის ან რისკების მართვის ფუნქციის დელეგირება ხორციელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც აქვს აქტივების მართვის უფლებამოსილება და რომელიც სათანადო ზედამხედველობას ექვემდებარება; ვ) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ პორტფელის მართვის ან რისკების მართვის ფუნქციის უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ პირზე დელეგირებისას არსებობს საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება; ზ) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია მესამე პირზე დელეგირებულ ნებისმიერ ფუნქციასთან (ფუნქციებთან) მიმართებით ინარჩუნებს მითითებების გაცემისა და შესაბამისი ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლებას; ზ 1 ) დაცულია აგენტსა და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელთან დაკავშირებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; თ) პორტფელის მართვისა და რისკების მართვის ფუნქციების დელეგირება არ ხორციელდება: თ.ა) სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან დელეგირების საფუძველზე მოქმედ სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის შემსრულებელ პირზე; თ.ბ) ნებისმიერ მესამე პირზე, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი აქტივების მმართველ კომპანიასთან ან ერთეულის მფლობელებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პორტფელის მართვის ან რისკების მართვის ფუნქციის დელეგირებას ახორციელებს რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია და მესამე პირს პორტფელის მართვისა და რისკების მართვის ფუნქციები განცალკევებული აქვს როგორც ფუნქციურად, ისე იერარქიულად სხვა, პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი საქმიანობისგან, იგი სათანადოდ მართავს და აკონტროლებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს და ამგვარი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი გამჟღავნებულია ერთეულის მფლობელებისთვის; ი) მესამე პირს, რომელზედაც ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება ხორციელდება, ამ ფუნქციის (ფუნქციების) სპეციფიკის გათვალისწინებით, შეუძლია მისი (მათი) შესრულება და აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მესამე პირზე საკუთარი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება გავლენას არ ახდენს ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის პასუხისმგებლობაზე.

3.დაუშვებელია ლიცენზირებულმა ან რეგისტრირებულმა აქტივების მმართველმა კომპანიამ განახორციელოს მესამე პირზე ყველა მნიშვნელოვანი ფუნქციის დელეგირება და თავად ფუნქციების გარეშე დარჩეს.

4.ამ მუხლის მოთხოვნები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ავტორიზებულ/რეგისტრირებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია.

5.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს შემთხვევები, როდესაც ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საკუთარი ფუნქციის დელეგირების განსახორციელებლად საჭირო იქნება საზედამხედველო ორგანოს თანხმობა. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს მესამე პირზე საკუთარი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ სრულდება შემდეგი პირობები: ა) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია მესამე პირზე საკუთარი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირებამდე სულ მცირე 10 დღით ადრე აღნიშნულის შესახებ აცნობებს საზედამხედველო ორგანოს; ბ) ლიცენზირებულ ან რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიას შეუძლია დაასაბუთოს, რომ ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირებას ობიექტური საფუძველი აქვს; გ) ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება საფრთხეს არ უქმნის ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ეფექტიან ზედამხედველობას, კერძოდ, მის მიერ ინვესტორების საუკეთესო ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას; დ) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მესამე პირზე შესაბამისი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება გათვალისწინებულია საინვესტიციო ფონდის პროსპექტით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით; ე) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ პორტფელის მართვის ან რისკების მართვის ფუნქციის დელეგირება ხორციელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც აქვს აქტივების მართვის უფლებამოსილება და რომელიც სათანადო ზედამხედველობას ექვემდებარება; ვ) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ პორტფელის მართვის ან რისკების მართვის ფუნქციის უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ პირზე დელეგირებისას არსებობს საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება; ზ) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია მესამე პირზე დელეგირებულ ნებისმიერ ფუნქციასთან (ფუნქციებთან) მიმართებით ინარჩუნებს მითითებების გაცემისა და შესაბამისი ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლებას; [ ზ 1 ) დაცულია აგენტსა და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელთან დაკავშირებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] თ) პორტფელის მართვისა და რისკების მართვის ფუნქციების დელეგირება არ ხორციელდება: თ.ა) სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან დელეგირების საფუძველზე მოქმედ სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის შემსრულებელ პირზე; თ.ბ) ნებისმიერ მესამე პირზე, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი აქტივების მმართველ კომპანიასთან ან ერთეულის მფლობელებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პორტფელის მართვის ან რისკების მართვის ფუნქციის დელეგირებას ახორციელებს რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია და მესამე პირს პორტფელის მართვისა და რისკების მართვის ფუნქციები განცალკევებული აქვს როგორც ფუნქციურად, ისე იერარქიულად სხვა, პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი საქმიანობისგან, იგი სათანადოდ მართავს და აკონტროლებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს და ამგვარი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი გამჟღავნებულია ერთეულის მფლობელებისთვის; ი) მესამე პირს, რომელზედაც ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება ხორციელდება, ამ ფუნქციის (ფუნქციების) სპეციფიკის გათვალისწინებით, შეუძლია მისი (მათი) შესრულება და აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მესამე პირზე საკუთარი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება გავლენას არ ახდენს ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის პასუხისმგებლობაზე. 3. დაუშვებელია ლიცენზირებულმა ან რეგისტრირებულმა აქტივების მმართველმა კომპანიამ განახორციელოს მესამე პირზე ყველა მნიშვნელოვანი ფუნქციის დელეგირება და თავად ფუნქციების გარეშე დარჩეს. 4. ამ მუხლის მოთხოვნები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ავტორიზებულ/რეგისტრირებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია. 5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს შემთხვევები, როდესაც ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საკუთარი ფუნქციის დელეგირების განსახორციელებლად საჭირო იქნება საზედამხედველო ორგანოს თანხმობა. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2024· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2023
წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-12-07
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 38სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების დელეგირება
  • 27ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები
  • 19აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 29სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ფუნქციების მესამე პირისთვის გადაცემა
  • 37აქტივების მმართველი კომპანიისა და მზღვეველის, როგორც აქტივების მმართველის, საქმიანობა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 28¹აქტივების მმართველი კომპანია

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁹საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა
  • 22ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 17უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 12აქტივების მმართველი კომპანია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1225⁹221752⁴828¹1320382719293726
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…ნავთობისა და გაზის შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026