სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14²⁵. აღსრულების პოლიციაში სამსახურის ვადა. გამოსაცდელი ვადა

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღსრულების პოლიციელისთვის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი ან საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 60 წელი; ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 65 წელი.

2.სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული აღსრულების პოლიციელი უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეულ აღსრულების პოლიციელს სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე სამედიცინო დასკვნის ან/და მისი ფიზიკური მომზადების დონის გათვალისწინებით, მისივე თანხმობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის წარდგინებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება სამსახურის ვადა გაუგრძელდეს 5 წლამდე ვადით. ეს არ გამორიცხავს აღსრულების პოლიციელის სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლით გათავისუფლების შესაძლებლობას.

4.აღსრულების პოლიციელი სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შემცვლელი – აღსრულების პოლიციელის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; ბ) აღსრულების პოლიციელის მოვალეობის შემსრულებელი – კონკურსის შედეგების მიხედვით აღსრულების პოლიციელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

5.აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია პირი თანამდებობაზე დანიშნოს გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა.

6.გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

7.გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულების შემთხვევაში პირი სამსახურიდან თავისუფლდება.

8.გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება პირის თანამდებობაზე დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შემცვლელად ან დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.

9.დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება ან დაწინაურება, აგრეთვე მისთვის დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობის შესრულების დაკისრება.

10.გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება პირის მიერ დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. პირს გამოსაცდელი ვადა შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №133 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 ნოე. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁴14²⁹14²¹11⁷10¹1645535426161514²⁵
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…სამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსითავდაცვის კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა