დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 16¹. პრობაციის ოფიცრის თვითაცილება და აცილება

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პრობაციის ოფიცერმა მსჯავრდებულის მიმართ არ შეიძლება აწარმოოს სააღსრულებო საქმე, თუ ის: ა) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა დაზარალებულის სტატუსით; ბ) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, მოწმედ, ექსპერტად, თარჯიმნად, კანონიერ წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის, ანდა დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია სააღსრულებო საქმის წარმოების შედეგით, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნათესავად მიიჩნევა დედა, მამა, ბებია, პაპა, მეუღლე, შვილი, ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, რძალი, სიძე, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის გამოვლენისთანავე პრობაციის ოფიცერი ვალდებულია თვითაცილების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და იღებს გადაწყვეტილებას თვითაცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4.სააღსრულებო საქმის წარმოების მიმდინარეობისას მსჯავრდებულს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას პრობაციის ოფიცრის აცილების მოთხოვნით მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

5.პრობაციის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

6.პრობაციის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება საჩივრდება პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისთვის გაცნობიდან 5 დღის ვადაში. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2017 – 1 იან. 2018 ტექსტი უცნობია

  2. 2 ივლ. 2007 – 1 ივლ. 2016 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9215²4025931622826350451216¹
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა