„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 37⁶. ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება არ შეიძლება ჩაატაროს პირმა, რომელიც: ა) თვითონ არის დაინტერესებული პირი საქმეში; ბ) რეგისტრაციით დაინტერესებული პირის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; გ) რეგისტრაციით დაინტერესებული პირის წარმომადგენელია; დ) შრომით ურთიერთობაშია რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთან; ე) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს/აქციას/პაის იმ საწარმოში, რომელშიც რეგისტრაციით დაინტერესებული პირი ფლობს წილს/აქციას/პაის.

2.ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება: ა) აღმავალი ან დამავალი ხაზის ნათესავი (მშობლები და მათი მშობლები და ა.შ.; შვილები და მათი შვილები და ა.შ.); ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და აღმავალი ან დამავალი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის ნათესავის და-ძმა (ბიძები, დეიდები, მამიდები); დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

3.ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სააგენტოს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების შესახებ და მოითხოვოს თვითაცილება.

4.დაინტერესებულ პირს (წარმომადგენელს), რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირის აცილების საფუძველი, უფლება აქვს, გადაწყვეტილების მიღებამდე, წერილობით გამოუცხადოს მას აცილება. განცხადება აცილების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.

5.დაინტერესებულმა პირმა (წარმომადგენელმა) აცილების განცხადება უნდა შეიტანოს სააგენტოში ადგილზე დათვალიერების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღეში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ისეთი ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს.

6.ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირის აცილებისა და თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9216¹1223112712526024 (დ…41⁷22181737⁶
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სახელმწიფო…მიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა