Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებმუხლი 16

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 16. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღრიცხვა, განაწილება და მისი აღსრულების კონტროლი

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²456

1.სამართლებრივი აქტი აღსასრულებლად წარედგინება პრობაციის ბიუროს და მას საამისოდ უფლებამოსილი პირი 3 სამუშაო დღის ვადაში არეგისტრირებს მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

2.მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში აღინიშნება: ა) სამართლებრივი აქტის რეგისტრაციის ნომერი; ბ) სამართლებრივი აქტის პრობაციის ბიუროში შესვლის თარიღი (სააღსრულებო წარმოებაში მიღების თარიღი); გ) სამართლებრივი აქტის სახე, მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს დასახელება, აქტის ძალაში შესვლის თარიღი; დ) სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილის მოკლე შინაარსი; ე) მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვით, ასევე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი ან სასწავლებელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება და იურიდიული მისამართი); ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი; ზ) პრობაციის ოფიცერი, რომელსაც აღსასრულებლად გადაეცა სამართლებრივი აქტი; თ) მონაცემები წარდგინებების შესახებ; ი) სააღსრულებო წარმოების დამთავრების თარიღი.

3.პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.

3¹.სამართლებრივი აქტის სააღსრულებო წარმოებაში მიღების შემდეგ იხსნება სააღსრულებო საქმე და მას უნიკალური რიგითი ნომერი ენიჭება.

3².სააღსრულებო საქმეში შესატანი ინფორმაცია, აგრეთვე სააღსრულებო საქმის წარმოების წესი განისაზღვრება „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციით“. ეს ინსტრუქცია მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

4.(ამოღებულია).

5.სამართლებრივი აქტის აღსრულების და პრობაციის ბიუროს თანამშრომლებისათვის დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს ახორციელებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

6.სააღსრულებო საქმეში არსებული მასალების გაცნობის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2997 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.161 საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. ​საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 15¹შემდეგი მუხლი 16¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №43

  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 18აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება
  • 5პრობაციის ბიურო
  • 27¹იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 3აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღრიცხვა, განაწილება და კონტროლი მის აღსრულებაზე
  • 4აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება
  • 5აღსრულების დაწყება და სააღსრულებო საქმე

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 18³აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრება აღსრულების ეროვნულ ბიუროში
  • 14¹¹კერძო აღმასრულებლის რეგისტრაცია კერძო აღმასრულებელთა რეესტრში და მის მიერ სააღსრულებო საქმიანობის დაწყება
  • 14¹⁰განცხადება სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 162ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღმასრულებელი უფლებამოსილი ორგანო
  • 165გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 77არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34516216518³14¹¹14¹⁰18527¹7716
მნიშვნელობით ახლოსარასაპატიმრო სასჯელთა …დანაშაულის პრევენციის,…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ზოგადი ადმ…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026