დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 5. პრობაციის ბიურო

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით.

1¹.თუ მსჯავრდებულს საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი), სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის ბიურო, სადაც მსჯავრდებული გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

2.პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს პრობაციის ბიუროს უფროსი.

3.ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ოფიცერი.

3¹.ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე კანონით დადგენილ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას, ანგარიშსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას.

4.პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, პრობაციის ბიუროს დებულებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

5.პრობაციის ბიუროს ტიპურ დებულებას ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481 საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. ​საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით. 1 1 . თუ მსჯავრდებულს საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი), სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის ბიურო, სადაც მსჯავრდებული გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. 2. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს პრობაციის ბიუროს უფროსი. 3. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ოფიცერი. 3 1 . ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე კანონით დადგენილ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას, ანგარიშსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას. 4. პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, პრობაციის ბიუროს დებულებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 5. პრობაციის ბიუროს ტიპურ დებულებას ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481 საქართველოს 2013 წლის  4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ. ​საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130  – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2017 – 1 იან. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6662514¹164116182821177125
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…იურიდიული დახმარების შ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა