Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 18³

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 18³. აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრება აღსრულების ეროვნულ ბიუროში

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და კონტროლიკერძო აღმასრულებლის მეშვეობით აღსრულებაგასაჩივრება და სამართლებრივი დაცვა აღსრულებისას

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹34567891011

1.სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.

2.საჩივარი შეიტანება აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მასში უნდა აღინიშნოს: ა) საჩივრის შემტანის ვინაობა/დასახელება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) სააღსრულებო წარმოების საქმის რეკვიზიტები: სააღსრულებო საქმის ნომერი, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, სააღსრულებო წარმოების მხარეები; გ) იმ აღმასრულებლის ვინაობა, რომლის მოქმედებაც საჩივრდება; დ) გასაჩივრებული მოქმედების შინაარსი; ე) საჩივრის შემტანის მოთხოვნა, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები; ვ) საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ საჩივარს დაერთვის რაიმე დოკუმენტი; ზ) საჩივრის შეტანის თარიღი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

2¹.საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით, უნდა უპასუხებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს .

3.საჩივარს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში.

4.აღსრულების ეროვნული ბიურო არ მიიღებს საჩივარს, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და 2 1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

5.აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არ განიხილავს საჩივარს, თუ: ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; გ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; დ) არსებობს სასამართლოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ამავე საკითხზე; ე) (ამოღებულია - 20.03.2015, №3383) ; ვ) (ამოღებულია – 08.05.2012, №6145); ზ) გასულია საჩივრის შეტანის ამ კანონით დადგენილი ვადა.

6.თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან იგი შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა, ამის თაობაზე 7 კალენდარული დღის ვადაში ეცნობება საჩივრის შემტანს და განესაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.

7.დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენამდე საჩივრის განხილვის ვადის დინება ჩერდება. იგი განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისთანავე.

8.დადგენილ ვადაში საჩივრის შემტანის მიერ შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში საჩივარი არ განიხილება.

9.აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.

10.სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.

11.აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3383 - ვებგვერდი,  31.03.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №76 · ძალაშია 1 აპრ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    18³ მუხლიდან ამოღებულია „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც ქმედუუნარო პირის მიერ საჩივრის შეტანას ეხებოდა.

  2. 17 მაი. 2012

    18³ მუხლში ამოღებულია „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძვლად ასახელებდა საჩივრის არაუფლებამოსილი პირის მიერ შეტანას.

  3. 1 დეკ. 2011· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2011

    18³ მუხლის მე-6 პუნქტში 7-დღიანი შეტყობინებისა და დამატებითი დოკუმენტის წარდგენის ვადის განსაზღვრის წესი ახლა არაუფლებამოსილი პირის მიერ შეტანილ საჩივარსაც ეხება.

  4. 1 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    პუნქტში სასამართლოში გასაჩივრების უფლების წინადადებაში შეიცვალა სიტყვათა რიგი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევის წინადაებაში „მიღებისათვის დადგენილი ვადა“ ჩანაცვლდა „მიღების ვადით“; დარღვევა კვლავ უარის თქმად ითვლება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 18²შემდეგი მუხლი 18⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აღმასრულებლის ქმედების გასაჩივრებასერვისის გვერდი
  • აღსრულების ბრძანების გამოცემა გადახდის დარღვევისასსერვისის გვერდი
  • კერძო აღმასრულებელთან ხელშეკრულების დადება და წარმოების დაწყებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 4 ცვლილება · ბოლო 31 მარ. 2015
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 35

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 36აღსრულების შეჩერება და მისი ვადები
  • 4აღსრულების ეროვნული ბიურო
  • 14¹³სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 16აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღრიცხვა, განაწილება და მისი აღსრულების კონტროლი
  • 18აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 88გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება

პოლიციის შესახებ

  • 56პოლიციელის ქმედების გასაჩივრება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 176აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 207აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი

პროკურატურის შესახებ

  • 54საპროკურორო აქტების გასაჩივრება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 77არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 29გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
176293536414¹³16182075677548818³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…დანაშაულის პრევენციის,…საჯარო შესყიდვების შეს…პოლიციის შესახებსაქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026