Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებმუხლი 21

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 21. პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების სახეები

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:გასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³1⁴23455¹6

1.პრობაციის ბიუროს უფროსი სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი წარდგინებით: ა) მსჯავრდებულისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ; ა 1 ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ; გ) სასამართლოს მიერ პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების ან მისთვის ახალი მოვალეობის დაკისრების შესახებ; დ) (ამოღებულია – 11.11.2011, №5266); ე) პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამო გამოსაცდელი ვადის არა უმეტეს ერთი წლით გაგრძელების შესახებ; ვ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ; ზ) პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ; თ) სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ; ი) იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ; კ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლის შესახებ.

1¹.წარდგინებაში უნდა აღინიშნოს: ა) იმ სამართლებრივი აქტის დასახელება, რომლის აღსრულების პროცესშიც აუცილებელი გახდა სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვა; ბ) მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ და სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობები; გ) ინფორმაცია მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ და სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი; დ) ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ და სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი; ე) წარდგინების შინაარსი.

1².წარდგინებას ხელს აწერს და პრობაციის ბიუროს ბეჭდით ამოწმებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

1³.წარდგინებას უნდა დაერთოს მასში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

1⁴.წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის (მათ შორის, იურიდიული პირის) მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების საქმის ასლი, დამოწმებული პრობაციის ბიუროს მიერ.

2.წარდგინება შეიტანება სასამართლოში მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით.

3.წარდგინების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება სასამართლოს გამოაქვს წარდგინების შეტანიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

4.პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და სათანადო საფუძვლის (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავითა და 381-ე მუხლით („ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის საფუძველზე) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირისთვის − სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის) არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ − მუდმივმოქმედი კომისია).

5.(ამოღებულია - 01.06.2017, №954).

5¹.(ამოღებულია - 01.06.2017, №954).

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მიმართავს სასამართლოს. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №895 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.319 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. ​ ​საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1223 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 21¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პაროლის სმენები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირობით ვადამდე გათავისუფლება / "უდო" - ადვოკატი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირობითი გათავისუფლების განცხადებები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირობითი მსჯავრის (პრობაციის) გაუქმებისგან დაცვა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №43

5
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 381

მიუთითებენ მასზე

მუხლი 42მუხლი 18მუხლი 12მუხლი 14მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 39გამასწორებელი სამუშაოთი მსჯავრდებული პირის პასუხისმგებლობა
  • 14¹მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები
  • 25სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის აღსრულების წესი

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 8პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების სახეები
  • 16გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება
  • 9წარდგინება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 285სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა
  • 282მსჯავრდებულის ძებნა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 72სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
  • 67პირობითი მსჯავრის გაუქმება ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/შემცირება
  • 65მოვალეობის დაკისრება

პენიტენციური კოდექსი

  • 92საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
81693817242181214413914¹2528528221
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…დანაშაულის პრევენციის,…არასაპატიმრო სასჯელთა …საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026