საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 16¹. დამატებითი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მოძრაობისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სატრანსპორტო საშუალების საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) მოძრაობისას მისი ყველა თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავებით უნდა იყოს აღჭურვილი.

2.განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერიოდისგან განსხვავებული პერიოდი.

3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა დანაყოფმა შეიძლება დააწესოს დამატებითი მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების შესახებ.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები, აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესი და ის ადგილი/გზის მონაკვეთი, სადაც ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) სატრანსპორტო საშუალების ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მოძრაობა დაუშვებელია, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4011 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 იან. 2014 – 1 იან. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
64119151617106012136329 (დ…1816¹
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…პოლიციის შესახებსაავტომობილო გზების შე…საქართველოს გარემოს და…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა