საავტომობილო გზების შესახებ

მუხლი 15. საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესის და საგზაო მოძრაობის წესების შესაბამისად.

2.საუწყებო საავტომობილო გზით სარგებლობის წესს განსაზღვრავს შესაბამისი უწყება, რომელსაც ეს გზა ეკუთვნის.

3.სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ გზის სავალ ნაწილზე. აკრძალულია მუხლუხა ან ლითონისბორბლებიანი მანქანების მოძრაობა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების შავსაფარიან სავალ ნაწილზე და გვერდულებზე. სატრანსპორტო საშუალებების გასატარებლად, რომელთა ღერძული დატვირთვა და გაბარიტები აღემატება ნორმატიულს, სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (უცხოელების ჩათვლით) დადგენილი წესით იღებენ ნებართვას და თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დააზიანებენ გზის ელემენტებს, დადგენილი წესით იხდიან აღდგენის საფასურს. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-691-20192019-07-1939
    დაუშვებლობა (T5)

    როდის შეიძლება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს მისი ექსპლუატაციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება ბრალის მიუხედავად დაეკისროს?

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოპასუხეებისაგან გვირაბის სავენტილაციო მოწყობილობების დაზიანებით მიყენებული ზიანის სოლიდარულ ანაზღაურებას ითხოვდა. სადავო იყო ზიანის ოდენობა, ექსპერტიზის ხარჯი და მეორე მოპასუხის მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ბრალისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა, მტკიცებულებათა შეფასებისა და დელიქტური მოთხოვნის ხანდაზმულობის წესები. სასამართლომ ორივე საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად ცნო და არსებითად განსახილველად არ დაუშვა; ძალაში დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე მოპასუხეს დაეკისრა 11850 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 11 ნოე. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 3 დეკ. 2010

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21141685³12413129 (დ…891315
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი მნიშვნელობ…საავტომობილო გზების შე…საგზაო მოძრაობის შესახ…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა