რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (შემდგომში – ინსპექტირება) – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ 1 ) განმეორებითი ინსპექტირება − ტერმინი განისაზღვრება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული მასა – ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა, რომელის ზღვარს ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლი (მწარმოებლი); დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების აღჭურვილი (საკუთარი) მასა – ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა ტვირთის (მგზავრების) გარეშე, კვების, გაგრილების, შეზეთვის და სხვა სისტემების შევსებული მოცულობებით საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შესაბამისად, დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული მაკომპლექტებელი ინსტრუმენტებით და აღჭურვილობით, სათადარიგო საბურავის ჩათვლით; ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობა – ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული მასისა და აღჭურვილი (საკუთარი) მასის სხვაობა; ვ) პირველად გამოყენების თარიღი – ავტოსატრანსპორტო საშუალების პირველი რეგისტრაციის თარიღი. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №522 - ვებგვერდი, 11.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №562 – ვებგვერდი, 12.12.2022წ.
მუხლი 3 (დანართი 1). ტერმინთა განმარტებები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

