Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 30

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 30. მარეგულირებელი და მისი სიგნალები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მარეგულირებელი დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მარეგულირებელი საგზაო მოძრაობას არეგულირებს იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის რეგულირება უნდა განხორციელდეს შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნების ან/და საგზაო მონიშვნების (ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − საგზაო მოძრაობისათვის დადგენილი წესების) მოთხოვნებისაგან განსხვავებულად, ან არსებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების საშუალებები ვერ უზრუნველყოფს დროის გარკვეულ მონაკვეთში საგზაო მოძრაობის ნორმალურ დინებას, ან საგზაო მოძრაობისას დაბრკოლებების ან საცობების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

2.მარეგულირებელი საკმაო მანძილიდანაც კარგად ხილვადი და გასარჩევი უნდა იყოს როგორც დღისით, ისე ღამით. მარეგულირებლის სიგნალები კარგად უნდა ჩანდეს და საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის ერთმნიშვნელოვნად გასაგები უნდა იყოს. მარეგულირებელმა სიგნალი უნდა მისცეს დროულად, რათა მძღოლმა უეცარი მანევრით ან სიჩქარის სწრაფი შეცვლით არ შექმნას საფრთხე ან/და არ შეაფერხოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მოძრაობა.

3.საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო კოლონების გადაადგილებისას; ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას; გ) მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში, − სამაშველო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად; დ) სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა − სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევისას; ე) ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა (თანმხლებმა) − ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ვ) რკინიგზის თანამშრომლებმა − რკინიგზის გადასასვლელზე; ზ) საბორნე გადაზიდვის ორგანიზატორებმა − ნავსადგურში; თ) გზის მესაკუთრემ ან სხვა პირებმა, რომლებიც უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ დანიშნული არიან საგზაო მოძრაობის დროებით მარეგულირებლად, − საგზაო სამუშაოების შესრულებისას, ან შეთანხმებული ღონისძიების ჩატარების დროს, ან საგზაო მოძრაობის სხვა შეფერხების შემთხვევაში, ან გზის დროებით ჩაკეტვის დროს; ი) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების ან სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ტვირთის გამცილებელმა პირებმა − საგზაო მოძრაობის შეფერხების ან საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

4.საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულონ საგზაო მოძრაობის მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნების, საგზაო მონიშვნებისა და საგზაო მოძრაობის სხვა წესების მოთხოვნებს.

5.მარეგულირებლის სიგნალებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ზემოთ აწეული ერთი ხელი − ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარედინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე; ბ) განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდა­პირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე; გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ­ლირებლის ზურგის უკან; დ) წითელი სინათლის მოძრაობა − ეს სიგნალი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს „სდექ“ სიგნალს.

6.გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სიგნალებისა, მარეგულირებელს უფლება აქვს, ხელების საშუალებით მისცეს მძღოლებსა და ქვეითებს მათთვის გასაგები სხვა სიგნალებიც.

7.მძღოლი, რომელსაც მარეგულირებელმა სიგნალის მიცემით აუკრძალა მოძრაობა, ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან (ან 7.16 საგზაო ნიშანთან), ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში: ა) გზაჯვარედინზე − გადასაკვეთი სავალი ნაწილის წინ (ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად), ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება ქვეითს; ბ) რკინიგზის გადასასვლელის წინ − ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; გ) სხვა ადგილას − შუქნიშნის ან მარეგულირებლის წინ, ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება იმ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, რომელთაც მიეცათ მოძრაობის უფლება.

8.თუ მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობით ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით, მძღოლი უნდა გაჩერდეს მარეგულირებლის მიერ მითითებულ ადგილზე.

9.მარეგულირებელი სიგნალს აძლევს: ა) შავი და თეთრი ზოლების მქონე ხელკეტით; ბ) შუქამრეკლი წითელი დისკით; გ) დისკით, რომელზედაც გამოსახულია საგზაო ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“; დ) ხელით; ე) წითელი ან ყვითელი ალმით; ვ) წითელი სინათლის მოძრაობით.

10.მარეგულირებლის მიერ სასტვენით მიცემული დამატებითი სიგნალი გამიზნულია საგზაო მოძრაობის მონაწილეების ყურადღების მისაპყრობად.

რედაქციების შედარება

1. მარეგულირებელი საგზაო მოძრაობას არეგულირებს იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის რეგულირება უნდა განხორციელდეს შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნების ან/და საგზაო მონიშვნების (ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − საგზაო მოძრაობისათვის დადგენილი წესების) მოთხოვნებისაგან განსხვავებულად, ან არსებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების საშუალებები ვერ უზრუნველყოფს დროის გარკვეულ მონაკვეთში საგზაო მოძრაობის ნორმალურ დინებას, ან საგზაო მოძრაობისას დაბრკოლებების ან საცობების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 2. მარეგულირებელი საკმაო მანძილიდანაც კარგად ხილვადი და გასარჩევი უნდა იყოს როგორც დღისით, ისე ღამით. მარეგულირებლის სიგნალები კარგად უნდა ჩანდეს და საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის ერთმნიშვნელოვნად გასაგები უნდა იყოს. მარეგულირებელმა სიგნალი უნდა მისცეს დროულად, რათა მძღოლმა უეცარი მანევრით ან სიჩქარის სწრაფი შეცვლით არ შექმნას საფრთხე ან/და არ შეაფერხოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მოძრაობა. 3. საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო კოლონების გადაადგილებისას; ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას; გ) მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში, − სამაშველო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად; დ) სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა − სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევისას; ე) ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა (თანმხლებმა) − ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ვ) რკინიგზის თანამშრომლებმა − რკინიგზის გადასასვლელზე; ზ) საბორნე გადაზიდვის ორგანიზატორებმა − ნავსადგურში; თ) გზის მესაკუთრემ ან სხვა პირებმა, რომლებიც უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ დანიშნული არიან საგზაო მოძრაობის დროებით მარეგულირებლად, − საგზაო სამუშაოების შესრულებისას, ან შეთანხმებული ღონისძიების ჩატარების დროს, ან საგზაო მოძრაობის სხვა შეფერხების შემთხვევაში, ან გზის დროებით ჩაკეტვის დროს; ი) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების ან სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ტვირთის გამცილებელმა პირებმა − საგზაო მოძრაობის შეფერხების ან საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. 4. საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულონ საგზაო მოძრაობის მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნების, საგზაო მონიშვნებისა და საგზაო მოძრაობის სხვა წესების მოთხოვნებს. 5. მარეგულირებლის სიგნალებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ზემოთ აწეული ერთი ხელი − ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარედინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე; ბ) განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდა­პირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე; გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ­ლირებლის ზურგის უკან; დ) წითელი სინათლის მოძრაობა − ეს სიგნალი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს „სდექ“ სიგნალს. 6. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სიგნალებისა, მარეგულირებელს უფლება აქვს, ხელების საშუალებით მისცეს მძღოლებსა და ქვეითებს მათთვის გასაგები სხვა სიგნალებიც. 7. მძღოლი, რომელსაც მარეგულირებელმა სიგნალის მიცემით აუკრძალა მოძრაობა, ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან (ან 7.16 საგზაო ნიშანთან), ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში: ა) გზაჯვარედინზე − გადასაკვეთი სავალი ნაწილის წინ (ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად), ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება ქვეითს; ბ) რკინიგზის გადასასვლელის წინ − ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; გ) სხვა ადგილას − შუქნიშნის ან მარეგულირებლის წინ, ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება იმ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, რომელთაც მიეცათ მოძრაობის უფლება. 8. თუ მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობით ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით, მძღოლი უნდა გაჩერდეს მარეგულირებლის მიერ მითითებულ ადგილზე. 9. მარეგულირებელი სიგნალს აძლევს: ა) შავი და თეთრი ზოლების მქონე ხელკეტით; ბ) შუქამრეკლი წითელი დისკით; გ) დისკით, რომელზედაც გამოსახულია საგზაო ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“; დ) ხელით; ე) წითელი ან ყვითელი ალმით; ვ) წითელი სინათლის მოძრაობით. 10. მარეგულირებლის მიერ სასტვენით მიცემული დამატებითი სიგნალი გამიზნულია საგზაო მოძრაობის მონაწილეების ყურადღების მისაპყრობად.

წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მარეგულირებელი ჯარიმის გასაჩივრება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 36მუხლი 39

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 28მარეგულირებლის სიგნალების, შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების ურთიერთდამოკიდებულება
  • 36გზაჯვარედინი და გზის დათმობის მოვალეობა
  • 29შუქნიშანი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 25შუქნიშნისა და მარეგულირებლის სიგნალები
  • 32გზაჯვარედინის გავლა
  • 27მოძრაობის დაწყება, მანევრირება

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 10მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 59მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი დებულებანი

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 34იძულებითი ღონისძიებები
  • 10მარეგულირებელი ორგანო
  • 14საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

საავტომობილო გზების შესახებ

  • 17მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5925322717103639282934101430
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს სარკინიგზო…რადიაციული დაცვის, ბირ…საავტომობილო გზების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026