საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 30 (დანართი 1). რეაგირება დარღვევის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შეძლებისდაგვარად უნდა გამოარკვიოს: ა) შემტყობინებლის ვინაობა; ბ) დარღვევის ნიშნები; გ) დარღვევის ჩამდენი პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია, მისი (მათი) გარეგნული ნიშნები; დ) დარღვევის თვითმხილველები, აგრეთვე ის გარემოებები, რომლებიც მათთვის არის ცნობილი; ე) სხვა საჭირო ინფორმაცია.

2.დამრღვევი პირის სატრანსპორტო საშუალებით გაქცევის დროს დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს მოძრაობის უსაფრთხოების დაცვით განახორციელოს დევნა მის დასაკავებლად; მისი გამოდევნებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი ასევე ვალდებულია: ა) შეატყობინოს უშუალო უფროსს სამართალდამრღვევი პირის გაქცევის, მისი გამოდევნების, მისი ადგილმდებარეობისა და მოძრაობის მიმართულების შესახებ; ბ) ჩართოს ხმოვანი სიგნალები, საჭიროების შემთხვევაში გააფრთხილოს მოძრაობის სხვა მონაწილეები, იყვნენ ყურადღებით და დაიცვან მოძრაობის უსაფრთხოების წესები; გ) ასევე საჭიროების მიზნით დახმარებისთვის მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

3.გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი დარღვევის ფაქტის გამოვლენისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია: ა) მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები დარღვევის აღსაკვეთად; ბ) დარღვევის ჩამდენი პირის გაქცევისას მოაწყოს დევნა მის დასაკავებლად; გ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შესახებ შეატყობინოს უშუალო უფროსს და აცნობოს მის მიერ მიღებული ცნობების, გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ; დ) დაადგინოს დარღვევის თვითმხილველები; ე) ჩაატაროს მოქმედებები მტკიცებულებების დაცვის ან/და ჩამორთმევის (ან ამოღების) მიზნით; ვ) საჭიროების შემთხვევაში გააკეთოს ჩანაწერი, მათ შორის, ფოტოები და ვიდეოჩანაწერი იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც შეიძლება დროის განმავლობაში შეიცვალოს ან გაქრეს; ზ) დამრღვევი პირის სატრანსპორტო საშუალებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემთხვევაში არკვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სავარაუდო მიმართულებას, მის მარკას, ტიპს, სანომრე ნიშანს, ტვირთის სახეობას, სხვა განსაკუთრებულ ნიშნებს. დარღვევის ადგილიდან მიმალული სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის შესახებ თვითმხილველებისგან მიღებულ მონაცემებს დახმარების მიზნით დაუყოვნებლივ გადასცემს დეპარტამენტის სხვა უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს, ასევე დახმარების მიზნით მიმართავს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

4.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ამავე კოდექსით დადგენილ ფარგლებში, დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, განახორციელოს პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, რასთან დაკავშირებითაც დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხდება შესაბამისი დოკუმენტების შედგენა, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

5.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე პატრულირების დამთავრების შემდეგ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ აცნობებს უშუალო ან ზემდგომ უფროსს.

6.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე იყენებს კავშირის სპეციალურ საშუალებებს, სამსახურის შესრულების მართვისა და მათ შორის ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად. კავშირის არხებით ინფორმაციის გადაცემა და ფუნქციონირება ხორციელდება სამსახურის/სამმართველოს უფროსის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით და განისაზღვრება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. იკრძალება კავშირის გამოყენება იმ მიზნით, რომელიც არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 22.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის დადგენილება №212 - ვებგვერდი, 13.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 14 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16243713²18593327 (დ…22 (დ…28 (დ…351030 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…სამრეწველო ემისიების შ…პოლიციის შესახებფულის გათეთრებისა და ტ…გარემოს დაცვის შესახებქალთა მიმართ ძალადობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა