Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 61

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 61. სასწავლო სვლა

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინი „სატრანსპორტო საშუალება“ მოიცავს ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს.

2.სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლების (სასწავლო სვლის) განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და დადგენილი წესით, დახურულ მოედანზე, ავტოდრომსა და გზაზე. სასწავლო სვლის განხორციელება დაუშვებელია ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელში, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე, საცხოვრებელ ზონაში, 1.24 საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, საგამოცდო მარშრუტსა და იმ გზაზე, რომელიც შეტანილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დამტკიცებულ სიაში. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია დაამტკიცოს აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იმ გზების სია, სადაც სასწავლო სვლის განხორციელება დაუშვებელია.

3.სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) გზაზე, უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. აღნიშნულ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით უნდა დამაგრდეს შესაბამისი საცნობი ნიშანი. თუ სასწავლო სვლა ორ- ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ხორციელდება, აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და პირი, რომელიც მას მართავს, აღჭურვილი უნდა იყვნენ უსაფრთხოების აუცილებელი საშუალებებით. სასწავლო სვლის განხორციელების მიზნით 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სასწავლო სატრანსპორტო საშუალების სამართავად დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის თანხმობა.

4.გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები.

5.პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკულ მართვას სწავლობს, არ უნდა იყოს იმავე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის ამ კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მინიმალურ ასაკობრივ ზღვარზე 1 წელზე მეტი ხნით უმცროსი.

6.ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანაზე.

7.სპეციალიზებული თვითმავალი მანქანითა და სასოფლო-სამეურნეო მანქანით სასწავლო სვლის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. თავი VIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

რედაქციების შედარება

1. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინი „სატრანსპორტო საშუალება“ მოიცავს ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს. 2. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლების (სასწავლო სვლის) განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და დადგენილი წესით, დახურულ მოედანზე, ავტოდრომსა და გზაზე. სასწავლო სვლის განხორციელება დაუშვებელია ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელში, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე, საცხოვრებელ ზონაში, 1.24 საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, საგამოცდო მარშრუტსა და იმ გზაზე, რომელიც შეტანილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დამტკიცებულ სიაში. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია დაამტკიცოს აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იმ გზების სია, სადაც სასწავლო სვლის განხორციელება დაუშვებელია. 3. სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) გზაზე, უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. აღნიშნულ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით უნდა დამაგრდეს შესაბამისი საცნობი ნიშანი. თუ სასწავლო სვლა ორ- ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ხორციელდება, აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და პირი, რომელიც მას მართავს, აღჭურვილი უნდა იყვნენ უსაფრთხოების აუცილებელი საშუალებებით. სასწავლო სვლის განხორციელების მიზნით 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სასწავლო სატრანსპორტო საშუალების სამართავად დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის თანხმობა. 4. გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები. 5. პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკულ მართვას სწავლობს, არ უნდა იყოს იმავე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის ამ კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მინიმალურ ასაკობრივ ზღვარზე 1 წელზე მეტი ხნით უმცროსი. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანაზე. 7. სპეციალიზებული თვითმავალი მანქანითა და სასოფლო-სამეურნეო მანქანით სასწავლო სვლის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. თავი VIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

წინა მუხლი 60შემდეგი მუხლი 62

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 54მუხლი 55

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 55სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები
  • 12სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის აკრძალვა
  • 60მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 40სასწავლო სვლა
  • 8გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან შეწყვეტა
  • 21სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. თანამდებობის პირთა ვალდებულებანი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 63⁴მემანქანეთა პროფესიული სწავლება

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 8ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული მოთხოვნები
  • 1კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 250სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორება ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა
  • 127¹საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და ავტოსადგურის/ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე

საავტომობილო გზების შესახებ

  • 15საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁴40821250127¹1581551954126061
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს სარკინიგზო…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს ადმინისტრა…საავტომობილო გზების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026