სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 30 (დანართი 1)

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორისი და გამარტივებული სასაზღვრო გამტარი პუნქტები იხსნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე.

2.სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნა ხდება შესაბამისი შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამთავრების, სათანადოდ აღჭურვისა და მათი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემის შემდეგ. სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიღება-ჩაბარება ხორციელდება კომისიურად.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა და აღჭურვა ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი შესაბამისი სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისა და დაინტერესებული უწყებების ხარჯზე, ოფისის ხარჯების, როგორიცაა: ელექტროენერგიის (მათ შორის, ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით საწვავის შეძენა), წყლის, ბუნებრივი აირის, გათბობის მიზნით საწვავის შეძენის და შენობა-ნაგებობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-დასუფთავების ხარჯების დაფინანსება ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო კავშირგაბმულობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და სხვა დაინტერესებული უწყებების ხარჯზე.

4.სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება დადგენილი წესის შესაბამისად.

5.სასაზღვრო გამტარი პუნქტის სახელი, როგორც წესი, ემთხვევა დასახლებული პუნქტის სახელს.

6.სასაზღვრო გამტარ პუნქტში ყველა სამსახურის მუშაობას კოორდინირებას უწევენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენციიდან გამომდინარე მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.

7.სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერიტორიაზე აკრძალულია ისეთი ნაგებობების მშენებლობა, რომელთა დანიშნულება არ ემსახურება სასაზღვრო სამსახურის შესრულებას.

8.სასაზღვრო გამტარ პუნქტში ყველა ორგანო ვალდებულია დროულად გააფორმოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურები, ამასთან ტრანსპორტის გაფორმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი მოძრაობის განრიგით განსაზღვრულ დროს.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ განრიგს საქართველოს სატრანსპორტო ორგანოები ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 დეკ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3013165527 (დ…5 (და…37 (დ…12467²157830 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…უცხოელთა და მოქალაქეობ…პოლიციის შესახებსატელეკომუნიკაციო ინფრ…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა