1.სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო რეჟიმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ბრძანებით.
2.ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ასევე სხვა სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო საგნის, ნივთის ან ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით, შეიძლება, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით და, მათ შორის, მოიცავს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, სახმელეთო და სარკინიგზო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის განკუთვნილ საბაჟო საწყობებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №396 - ვებგვერდი, 04.09.2025წ. დანართი №1 ძირითადი სასაზღვრო ბოძი ბოძი თეთრია, ყოველ გვერდზე შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. ბოძის ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ თურქეთის რესპუბლიკის მხარეს მაგრდება საქართველოს სახელმწიფო გერბი. სახელმწიფო გერბის ქვედა ნაწილიდან 10 სანტიმეტრის დაშორებით წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 12 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი. დანართი №2 დამატებითი სასაზღვრო ბოძი სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე 1. საქართველოს ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა და მარჯვენა გვერდები შეღებილია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში – გვერდები თეთრია, შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. საქართველოს ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 22 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი.
2.თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა და მარჯვენა გვერდები იღებება თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის ფერებში. დანართი №3 დამატებითი სასაზღვრო ბოძი მდინარეზე გამავალ სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე ბოძი თეთრია, ყოველ გვერდზე შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. დამატებითი სასაზღვრო ბოძის ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ თურქეთის რესპუბლიკის მხარეს წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 22 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი. დანართი № 4 საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების (შემდგომში - წესები) მიზანია საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების, ადამიანთა გადარჩენისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა. თავი I. ზოგადი დებულებანი

