Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებმუხლი 6 (დანართი 1)

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 6 (დანართი 1)

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საჰაერო ხომალდებისა და სხვა საფრენი აპარატების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ხდება სპეციალურად ფრენისათვის გამოყოფილ დერეფანში, რომლის კოორდინატებიც ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.

2.საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილი საჰაერო ხომალდების სასაზღვრო კონტროლი წარმოებს საერთაშორისო აეროპორტებში (აეროდრომები), სადაც გახსნილია სასაზღვრო გამტარი პუნქტები, აგრეთვე არარეგულარული რეჟიმით ფუნქციონირებად აეროპორტებში (აეროდრომები), რომლებსაც აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საერთაშორისო ფრენების განხორციელების ნებართვა.

3.საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილი საქართველოსა და უცხოური საჰაერო ხომალდების იმ ადგილებში იძულებით დაფრენის შემთხვევაში, სადაც ეს არ არის დადგენილი, სასაზღვრო კონტროლი წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლების მიერ, რომლებიც გაიგზავნებიან უახლოესი ქვედანაყოფიდან, ამასთან, აღნიშნული ეცნობება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს.

4.სასაზღვრო კონტროლს ექვემდებარება ყველა ქართული და უცხოური ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდები, ასევე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ხომალდები, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო ფრენას.

5.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს, რომლებიც კვეთენ სახელმწიფო საზღვარს, უტარდება სასაზღვრო კონტროლი ეკიპაჟის წევრთა საბუთების შემოწმების მიზნით.

6.უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ პასპორტები და ვიზა საქართველოში შემოსვლის უფლებით, სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ ეძლევათ და ისინი გადაეცემიან ავიკომპანიის წარმომადგენლებს (ეკიპაჟის მეთაური) იმ ქვეყანაში დასაბრუნებლად, საიდანაც ჩამოფრინდა საჰაერო ხომალდი, ხოლო ამ პირთა დასაბრუნებელი საბუთები ფორმდება ჩიკაგოს კონვენციის N9 დანართის შესაბამისად.

7.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი კონტროლს უწევს ეკიპაჟის წევრებისა და საავიაციო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჰაერო ხომალდის გაფრენის წინა დათვალიერებას.

8.საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი ნებისმიერი საჰაერო ხომალდის ან სხვა საფრენი აპარატის მიერ საჰაერო დერეფნის გაუვლელად საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაფრენის ნებართვას ათანხმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაცია მოიცავს: ა) სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილს, დროსა და სიმაღლეს; ბ)  რეისის ნომერს (ფრენის მარშრუტი); გ) საზღვარზე გადაფრენის მიზეზს (საგანგებო ვითარება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობა, ავარიის წინაპირობა და სხვ.); დ) დაფრენის აეროპორტს ან აეროდრომს (საქართველოს თუ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე); ე)  სხვა დამატებით ინფორმაციას (მოთხოვნისამებრ).

9.საჰაერო ხომალდის ან სხვა საფრენი აპარატის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, მასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების, აგრეთვე საჰაერო ხომალდებისა და სხვა საფრენი აპარატების საქართველოს საჰაერო სივრცეში ყოფნის წესს განსაზღვრავს საქართველოს საჰაერო კოდექსი და სხვა საკანონმდებლო აქტები. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №617 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 5 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 7 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 ოქტ. 2026 · №10

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 4 (დანართი 1)
  • 27 (დანართი 1)
  • 21 (დანართი 1)

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 17საჰაერო ხომალდის აფრენა და დაფრენა
  • 13საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა
  • 39საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესის დარღვევისას საჰაერო ხომალდის მიმართ გამოსაყენებელი წესები

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 49ფრენის წესების დარღვევა, საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა
  • 44ფრენის წესები
  • 52საერთაშორისო ფრენა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 12სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირება

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 18

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 16საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16171339494452184 (და…27 (დ…21 (დ…126 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საჰაერო კო…სახელმწიფო საზღვრის რე…უცხოელთა და მოქალაქეობ…სამხედრო და ორმაგი დან…საქართველოს საზღვაო სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 ოქტ. 2026 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026