სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 9 (დანართი 2). ზომამცირე  გემების საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შეტყობინების წესი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების გასვლა, გარდა არაკომერციული მიზნით ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებული ნიჩბიანი და გასაბერი (ძრავის გარეშე) ნავებისა და ბაიდარებისა, ხორციელდება სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წინასწარი შეტყობინების შემდეგ.

2.სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შესახებ წინასწარ შეტყობინება ხდება ულტრამოკლეტალღოვანი  რადიოაღჭურვილობით მე-16 არხზე.

2¹.იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული გეოგრაფიული არეალიდან ზღვაში გასვლისას ზომამცირე გემზე არსებული ულტრამოკლეტალღოვანი რადიოაღჭურვილობის გამოყენებით ვერ ხერხდება რადიოკავშირის დამყარება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება გადაიცემა ყველა სხვა ალტერნატიული კავშირის საშუალებით.

3.სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის წინასწარ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ზომამცირე გემის დასახელება ან სარეგისტრაციო ნომერი; ბ) ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა რაოდენობა; გ) ცურვის რაიონი; დ) ზღვაში გასვლის მიზანი.

4.დარღვევად ჩაითვლება: ა) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემის გასვლა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის არასწორი მონაცემების მიწოდება; გ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნის დროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდებულ მონაცემებში ცვლილების შეუტყობინებლობა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 28.03.2019წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 თებერვლის დადგენილება №41 – ვებგვერდი, 24.02.2025წ. თავი IV. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 24 თებ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
161019114²123201820196 (და…1 (და…7 (და…9 (დანართი 2)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საზღვაო სი…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა