Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 47

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 47. სატრანსპორტო საშუალების ტვირთი

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.თუ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილია ნებადართული მაქსიმალური მასა, დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა არ უნდა აღემატებოდეს ნებადართულ მაქსიმალურ მასას.

2.სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა სარეგისტრაციო დოკუმენტით განისაზღვრება. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი, თუკი იგი არ აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვარს.

3.აკრძალულია გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის: ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და რომლის ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას; ბ) პარამეტრები აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ მაჩვენებელს მაინც.

4.თუ ტრანსპორტის ან ტვირთის დაზიანების გარეშე შესაძლებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ზომის/მასის დადგენილი ზღვრის ქვევით შემცირება მისი კორექტირების ან/და ტვირთის გადანაწილების გზით, მძღოლი ვალდებულია მოძრაობის დაწყებამდე უზრუნველყოს ამის გაკეთება, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − იხელმძღვანელოს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.გარდა ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით; გ) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისკენ, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით.

6.გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად.

7.ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ითვლება ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს.

8.სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი სიმაღლე, სიგანე ან/და სიგრძე ან/და მათი თანამდევი პარამეტრები  აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს.

9.სატრანსპორტო საშუალება არ ითვლება ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ან/და არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ მისი ან ტვირთის დაზიანების გარეშე შესაძლებელია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი პარამეტრების ზღვრული მნიშვნელობების ქვევით შემცირება მათი კორექტირებით ან/და ტვირთის გადანაწილებით.

10.სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11.სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას: ა) საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა; გ) არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები; დ) არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

12.ყველა დამხმარე მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად (თოკები, ჯაჭვები, ბრეზენტი), მაგრად დაჭიმული და მყარად დამაგრებული უნდა იყოს, ამასთანავე, უნდა აკმაყოფილებდეს ტვირთის მიმართ ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

13.სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.

14.მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებაზე ტვირთის ისე განლაგება, გადანაწილება და დამაგრება, რომ ტვირთის გადაზიდვის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.

15.ტვირთის გადაზიდვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია აღმოფხვრას ის ან შეწყვიტოს მოძრაობა.

16.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მოძრაობაში იმყოფება. საქართველოს 2019 წლის 19 მარტის კანონი №4346 – ვებგვერდი, 27.03.2019წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4920 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. თავი IV ხმოვანი, მანათობელი და სპეციალური სიგნალები

რედაქციების შედარება

1. თუ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილია ნებადართული მაქსიმალური მასა, დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა არ უნდა აღემატებოდეს ნებადართულ მაქსიმალურ მასას. 2. სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა სარეგისტრაციო დოკუმენტით განისაზღვრება. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი, თუკი იგი არ აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვარს. 3. აკრძალულია გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის: ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და რომლის ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას; ბ) პარამეტრები აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ მაჩვენებელს მაინც. 4. თუ ტრანსპორტის ან ტვირთის დაზიანების გარეშე შესაძლებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ზომის/მასის დადგენილი ზღვრის ქვევით შემცირება მისი კორექტირების ან/და ტვირთის გადანაწილების გზით, მძღოლი ვალდებულია მოძრაობის დაწყებამდე უზრუნველყოს ამის გაკეთება, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − იხელმძღვანელოს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. გარდა ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით; გ) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისკენ, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით. 6. გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად. 7. ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ითვლება ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს. 8. სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი სიმაღლე, სიგანე ან/და სიგრძე ან/და მათი თანამდევი პარამეტრები  აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს. 9. სატრანსპორტო საშუალება არ ითვლება ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ან/და არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ მისი ან ტვირთის დაზიანების გარეშე შესაძლებელია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი პარამეტრების ზღვრული მნიშვნელობების ქვევით შემცირება მათი კორექტირებით ან/და ტვირთის გადანაწილებით. 10. სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას: ა) საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა; გ) არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები; დ) არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები. 12. ყველა დამხმარე მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად (თოკები, ჯაჭვები, ბრეზენტი), მაგრად დაჭიმული და მყარად დამაგრებული უნდა იყოს, ამასთანავე, უნდა აკმაყოფილებდეს ტვირთის მიმართ ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 13. სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით. 14. მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებაზე ტვირთის ისე განლაგება, გადანაწილება და დამაგრება, რომ ტვირთის გადაზიდვის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. 15. ტვირთის გადაზიდვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია აღმოფხვრას ის ან შეწყვიტოს მოძრაობა. 16. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მოძრაობაში იმყოფება. საქართველოს 2019 წლის 19 მარტის კანონი №4346 – ვებგვერდი, 27.03.2019წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4920 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. თავი IV ხმოვანი, მანათობელი და სპეციალური სიგნალები

წინა მუხლი 46¹შემდეგი მუხლი 48

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 18სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი
  • 54სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და ქვეკატეგორიები
  • 12სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის აკრძალვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 129¹მაქსიმალური მასისა და დატვირთვის დადგენილი ნორმების ზევით ტვირთის გადაზიდვა სატრანსპორტო საშუალებით
  • 129დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგისა და ფასგადაუხდელი ბარგის გადაზიდვა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 42ტვირთის გადაზიდვა
  • 29მოძრაობის სიჩქარე
  • 21სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. თანამდებობის პირთა ვალდებულებანი

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

  • 9შეზღუდვა და აკრძალვები ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 15ტვირთის მასა

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 10მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება
  • 8ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული მოთხოვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15422921129¹12910819185412947
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის უსაფრ…ადგილობრივი მნიშვნელობ…საქართველოს სარკინიგზო…საავტომობილო ტრანსპორტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026