Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებმუხლი 2

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2019
თემები:სატრანსპორტო და უსაფრთხოების დანაშაულებისატრანსპორტო საშუალებების შეფასებაპიროვნული დაზიანება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება − მექანიკური (ძრავიანი/ელექტროძრავიანი) სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია (მათ შორის, ნებისმიერი სახის ტრაქტორი, თვითმავალი მანქანა, მისაბმელი), რომელიც განკუთვნილია ხმელეთზე გადაადგილებისათვის, გარდა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებისა; ბ) უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც უცხო სახელმწიფოშია რეგისტრირებული; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი − პირი, რომლის საკუთრებაშია უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს მას; დ) დაზარალებული (მესამე პირი) − პირი, რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და რომელიც დაზარალებულად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველზე, აგრეთვე მისი მემკვიდრე (უფლებამონაცვლე/სამართალმემკვიდრე); ე) მზღვეველი – იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზია და რომელიც თანადაზღვევის სისტემის მონაწილეა; ვ) სადაზღვევო შემთხვევა – უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაგორებით, მისაბმელით, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული მოწყობილობით ან ნივთით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანისას ტვირთის დაღვრით, დაბნევით ან გადმოვარდნით) წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაზარალებულის (მესამე პირის) სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი; ზ) სავალდებულო დაზღვევის პოლისი (სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება) (დოკუმენტი/ელექტრონული დოკუმენტი) – სავალდებულო დაზღვევის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის საჭირო შემდეგი მონაცემები: სავალდებულო დაზღვევის მხარეები, სავალდებულო დაზღვევის დაწყების დრო და დასრულების დრო, ძირითადი პირობები, სადაზღვევო ლიმიტები, სადაზღვევო პრემია, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პრინციპები; თ) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალება – უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი შესაბამისი სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილდება; ი) სადაზღვევო ლიმიტი – ამ კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის შესაბამისი თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული დაზარალებულისთვის და თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის; კ) სადაზღვევო ანაზღაურება − ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით დაზარალებულისათვის (მესამე პირისათვის) გადასახდელი თანხა; ლ) სადაზღვევო პრემია − ამ კანონით დადგენილი ოდენობის სადაზღვევო შესატანი; მ) თანადაზღვევის სისტემა − სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილე ყველა მზღვეველს შორის სადაზღვევო პრემიის და სადაზღვევო ანაზღაურების თანაბარი განაწილების და სოლიდარული პასუხისმგებლობის პრინციპზე დაყრდნობით დადებულ შეთანხმებაზე დაფუძნებული სისტემა, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით; ნ) სავალდებულო დაზღვევის ცენტრი – თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ ამ სახეობის სავალდებულო დაზღვევის მართვისათვის დაფუძნებული ნებაყოფლობითი საზოგადოება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − სავალდებულო დაზღვევის ცენტრი (შემდგომ − ცენტრი); ო) დაუძლეველი ძალა − საომარი მოქმედება, ხანძარი, აფეთქება. თავი II სავალდებულო დაზღვევის პირობები

წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგზაო შემთხვევის პრეტენზიები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავარიული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2019-12-19 · №1

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 2—

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 5კანონში გამოყენებული ტერმინები

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 2კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 6ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
221122223531262
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტერიტორიაზ…ავტომოტოტრანსპორტის მფ…ტრანსპორტის სფეროს მარ…საავტომობილო ტრანსპორტ…საგზაო მოძრაობის შესახ…შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 დეკ. 2019