„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 2 (დანართი 1). ტერმინთა განმარტება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იმავე მნიშვნელობა, რაც ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლში  გათვალისწინებულ  ტერმინებს.

2.ამ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს ამ რეგლამენტის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნაგავსაყრელის აირი – ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენებიდან გამოყოფილი ყველა სახის აირი; ბ) ნაგავსაყრელის სასიცოცხლო ციკლი – დროის მონაკვეთი ნაგავსაყრელის მოწყობიდან ნაგავსაყრელის დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის ჩათვლით; გ) ნაგავსაყრელის ოპერატორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ნაგავსაყრელის მართვის უფლება. (ნაგავსაყრელის მოწყობის მოსამზადებელი პერიოდიდან მისი დახურვის შემდგომი მოვლის ფაზამდე ეს პირი შეიძლება შეიცვალოს); დ) გამონაჟონი – სითხე, რომელიც ჟონავს განთავსებული ნარჩენებიდან და გამოედინება ნაგავსაყრელიდან ან რჩება ნაგავსაყრელზე; ე) ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლა – საქმიანობათა ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ განსაზღვრულ პერიოდში და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით  გათვალისწინებული პირობებით და მიმართულია ტერიტორიის მოვლის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაგავსაყრელით შესაძლო მავნე ზემოქმედების შედეგების თავიდან ასაცილებლად; ვ)  მიწისქვეშა საწყობი – ნარჩენების მუდმივი საწყობი ღრმა გეოლოგიურ ღრუში. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №324 - ვებგვერდი, 07.08.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1223232 (და…1 (და…140 (დ…43 (და…3 (და…22 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმუნიციპალური ნარჩენები…ნაგავსაყრელის მოწყობის…სახიფათო ნარჩენების შე…ნარჩენების მართვის კოდ…რადიოაქტიური ნარჩენები…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა