Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 11

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით, საკუთარი ინიციატივით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან და მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე ან მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობითა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე საქართველოს პარლამენტს მიმართოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წარდგინებით.

2.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობა წარედგინება შესაბამის სამთავრობო კომისიას. შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საჭიროების დასაბუთება; ბ) მუნიციპალიტეტის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა; გ) მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები; დ) ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი მოსაზრება.

3.მუნიციპალიტეტების საკრებულოები უფლებამოსილი არიან, შესაბამის სამთავრობო კომისიას მიმართონ ერთობლივი შუამდგომლობით. ერთობლივ შუამდგომლობას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ერთობლივი შუამდგომლობის ტექსტს და თანდართულ დოკუმენტაციას იწონებენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოები. ერთობლივ შუამდგომლობას ხელს აწერენ ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები.

4.თუ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა მუნიციპალიტეტის საკრებულომ წარადგინა, შესაბამისი სამთავრობო კომისია ვალდებულია კონსულტაცია გამართოს იმ მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოსთან (საკრებულოებთან) და მოსახლეობასთან, რომლებსაც შეიძლება შეეხოთ ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა.

5.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობის წარდგინებას უნდა დაერთოს: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საჭიროების დასაბუთება; ბ) მუნიციპალიტეტის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა; გ) მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები; დ) ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი მოსაზრება, მისი არსებობის შემთხვევაში; ე) მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობა, მისი არსებობის შემთხვევაში.

6.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით იღებს საქართველოს პარლამენტი.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-27 · №81

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 12მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან კონსულტაციის გამართვის წესი
  • 10მუნიციპალიტეტის შექმნა და გაუქმება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენა და შეცვლა
  • 13მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, მისი ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 224ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 66დასახლებათა და თვითმმართველ ერთეულთა ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის დროებითი წესი

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 2დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 74ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საზღვრები, სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 35ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა
  • 52ადმინისტრაციული წარმოება მიწის ნაკვეთების მონაცვლეობასთან დაკავშირებით

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 80მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7ადგილობრივი გადასახადის დაწესება, შემოღება, მისი გადახდის პირობების შეცვლა და გადასახადის გაუქმება

გენდერული თანასწორობის შესახებ

  • 13მუნიციპალიტეტის მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6674280137121013355222411
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს დედაქალაქი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026