საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

მუხლი 52. ადმინისტრაციული წარმოება მიწის ნაკვეთების მონაცვლეობასთან დაკავშირებით

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის საჭიროების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება შეიძლება დაიწყოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით ან მონაცვლეობის ინიციატორი კერძო მესაკუთრის განცხადების საფუძველზე.

2.მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერია იმავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე.

3.საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გეგმის საფუძველზე. ეს გეგმა უნდა მოიცავდეს მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის არეალს, მონაცვლეობისადმი დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების საზღვრებს, მიწის ნაკვეთების ღირებულებას, ახალ საკადასტრო რუკას და ინფორმაციას მესაკუთრეთა და ფულადი კომპენსაციის თაობაზე.

4.მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის საჭიროების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში მუნიციპალიტეტსა და მესაკუთრეს შორის იდება მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის თაობაზე ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

5.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით შესაძლებელია, მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის განხორციელების ნაცვლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებული ქონების გაცვლის პროცედურა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 2 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
71957⁶1511124¹511044330752
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი თვითმმართვ…ფიზიკური და კერძო სამა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა