Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 10

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 10. მუნიციპალიტეტის შექმნა და გაუქმება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენა და შეცვლა

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების საფუძველია: ა) მუნიციპალიტეტის გაყოფა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად; ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად.

2.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით, საკუთარი ინიციატივით, მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოსთან (საკრებულოებთან) და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე ან მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობითა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე საქართველოს პარლამენტს მიმართოს მუნიციპალიტეტის შექმნის ან გაუქმების შესახებ წარდგინებით.

3.მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ახალი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) შექმნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობა წარედგინება შესაბამის სამთავრობო კომისიას. შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) მუნიციპალიტეტის გაყოფის/მუნიციპალიტეტების გაერთიანების საჭიროების დასაბუთება; ბ) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელ მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში) შემავალი დასახლებების ჩამონათვალი და მოსახლეთა რაოდენობა; გ) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა; დ) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) სახელწოდება (სახელწოდებები); ე) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი თვითმმართველი თემის (თვითმმართველი თემების) ადმინისტრაციული ცენტრი (ცენტრები); ვ) მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები; ზ) ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი მოსაზრება.

4.მუნიციპალიტეტების საკრებულოები უფლებამოსილი არიან, შესაბამის სამთავრობო კომისიას მიმართონ ერთობლივი შუამდგომლობით. ერთობლივ შუამდგომლობას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ერთობლივი შუამდგომლობის ტექსტს და თანდართულ დოკუმენტაციას იწონებენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოები. ერთობლივ შუამდგომლობას ხელს აწერენ ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები.

5.თუ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ შუამდგომლობა მუნიციპალიტეტის საკრებულომ წარადგინა, შესაბამისი სამთავრობო კომისია ვალდებულია კონსულტაცია გამართოს იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან და მოსახლეობასთან, რომლებიც შეიძლება გაერთიანდნენ.

6.მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ახალი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) შექმნის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის წარდგინებას უნდა დაერთოს: ა) მუნიციპალიტეტის გაყოფის/მუნიციპალიტეტების გაერთიანების საჭიროების დასაბუთება; ბ) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელ მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში) შემავალი დასახლებების ჩამონათვალი და მოსახლეთა რაოდენობა; გ) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა; დ) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) სახელწოდება (სახელწოდებები); ე) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი თვითმმართველი თემის (თვითმმართველი თემების) ადმინისტრაციული ცენტრი (ცენტრები); ვ) ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი მოსაზრება, მისი არსებობის შემთხვევაში; ზ) მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები; თ) მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობა, მისი არსებობის შემთხვევაში.

7.თვითმმართველი თემის სრული სახელწოდება შედგება თვითმმართველი თემის სახელწოდებისა და თვითმმართველი ერთეულის ზოგადი დასახელებისგან − „მუნიციპალიტეტი“. თვითმმართველი ქალაქის სრული სახელწოდება შედგება დასახლების კატეგორიის დასახელებისგან − „ქალაქი“, ქალაქის სახელწოდებისა და თვითმმართველი ერთეულის ზოგადი დასახელებისგან − „მუნიციპალიტეტი“.

8.მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება ამოქმედდება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს და შესაბამის მუნიციპალიტეტში არჩევნები გაიმართება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგ არჩევნებთან ერთად. ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე და მუნიციპალიტეტის მერის არჩევამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება არჩევნებამდე არსებული საკრებულოს და მერის უფლებამოსილებანი.

9.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით, საკუთარი ინიციატივით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობითა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე საქართველოს პარლამენტს მიმართოს მუნიციპალიტეტის (გარდა თვითმმართველი ქალაქისა) ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის შესახებ წარდგინებით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენა ხდება მუნიციპალიტეტის შექმნის დროს.

10.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობა წარედგინება შესაბამის სამთავრობო კომისიას. შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის საჭიროების დასაბუთება; ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები; გ) ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი მოსაზრება.

11.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობის წარდგინებას უნდა დაერთოს: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის საჭიროების დასაბუთება; ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები; გ) ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი მოსაზრება, მისი არსებობის შემთხვევაში.

12.მუნიციპალიტეტის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენისა და შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით იღებს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 26 ოქტ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 მაი. 2026 · №81

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12მუხლი 151მუხლი 152

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 11მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა
  • 13მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, მისი ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
  • 12მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან კონსულტაციის გამართვის წესი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 224ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 55მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 65მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა
  • 80მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 82ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა

გენდერული თანასწორობის შესახებ

  • 13მუნიციპალიტეტის მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 8 (დანართი 1)ხელშეკრულების შეწყვეტა

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 5სამთავრობო დაწესებულების შექმნა, გარდაქმნა და საქმიანობის შეწყვეტა

კულტურის შესახებ

  • 19მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენცია კულტურის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
196580135121511521113828 (და…5522410
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს პარლამენტი…დასაქმების ხელშეწყობის…საქართველოს საბიუჯეტო …საჯარო სამსახურის შესა…გენდერული თანასწორობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026 · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026