Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგენდერული თანასწორობის შესახებმუხლი 13

გენდერული თანასწორობის შესახებ

მუხლი 13. მუნიციპალიტეტის მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025
თემები:მრავალფეროვნება და ინკლუზია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ , ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.

1¹.მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი საკრებულო.

1².მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლის, განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვისა და ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით მუნიციპალიტეტის მერი განსაზღვრავს შესაბამის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს.

2.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, მუნიციპალური პროგრამები და გეგმები იმგვარად უნდა შემუშავდეს, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

3.სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უწევენ ორგანიზაციულ, საინფორმაციო და სხვა სახის დახმარებას მუნიციპალიტეტის ორგანოებს მათ საქმიანობაში დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1964 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2016 წლის 28 აპრილის კანონი №5069 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1260 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3877 - ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6943-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №428 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 17 ნოე. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 4 აპრ. 2025
  2. 28 ივლ. 2020
  3. 14 დეკ. 2018

    მე-13 მუხლის 1¹ პუნქტში პარლამენტის საბჭოს სახელწოდებას დაემატა „მუდმივმოქმედი საპარლამენტო“, რომელთანაც მუნიციპალური საბჭო კოორდინირებულად მუშაობს.

  4. 29 ივლ. 2017
  5. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 13 მაი. 2016
  6. 19 თებ. 2014

    მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება ეფუძნება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო აქტებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12²შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ეთიკისა და თანასწორობის პოლიტიკის შემუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ნოე. 2025 · №12

  • 6 ცვლილება · ბოლო 4 აპრ. 2025
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გენდერული თანასწორობის შესახებ

  • 12საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა
  • 4ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტიები
  • 12²აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 96მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 28მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია
  • 24მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება
  • 85¹ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 56მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 7ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 55მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 35მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

  • 8საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე რაიონის საკრებულო:

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
712412²282485¹56963555813
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…ადგილობრივი თვითმმართვ…სოციალური მუშაობის შეს…ქალთა მიმართ ძალადობის…დასაქმების ხელშეწყობის…გენდერული თანასწორობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026