ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 152. მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილებით შექმნილი საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია (შემდგომ − სამთავრობო კომისია): ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შეიმუშავებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმებს; ბ) ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმების საფუძველზე, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ახალი თვითმმართველი თემების შექმნის შესახებ; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ამზადებს წინადადებებს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ამ მუნიციპალიტეტების გაყოფის შესახებ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინადადებების შემუშავებისას სამთავრობო კომისია ხელმძღვანელობს ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული კრიტერიუმებით და ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებით.

3.საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შემუშავებული წინადადებების გათვალისწინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტების შექმნისა და გაუქმების შესახებ წარდგინებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამოყოფის საკითხი საქართველოს პარლამენტში ინიციირებული უნდა იქნეს სამთავრობო კომისიის მიმართვიდან 15 დღის ვადაში.

4.(ამოღებულია - 26.07.2017, №1251). საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 26 ოქტ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1419¹1479151153101501581611293622432152
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს სივრცის და…მაღალმთიანი რეგიონების…გეოგრაფიული ობიექტების…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა