საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 71. მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის მე-4 გრაფით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული მაჩვენებლის ფარგლებში.

2.ამ მუხლის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ყველა მუნიციპალიტეტისათვის, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისა.

3.მუნიციპალიტეტებისათვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის, 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობისა და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით, კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის: ა) 60% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით; ბ) 15% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის მიხედვით; გ) 10% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის მიხედვით; დ) 5% ნაწილდება მუნიციპალიტეტის ფართობის მიხედვით; ე) 10% ნაწილდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით.

4.სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის მომზადებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად გაიანგარიშებს და ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახავს მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადში თითოეული მუნიციპალიტეტის კუთვნილი წილის პროცენტულ მაჩვენებელს.

5.საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი, რომლის მოცულობა შესაბამისი წლის ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მუნიციპალიტეტებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის მე-4 გრაფით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული მაჩვენებლის ფარგლებში. 2. ამ მუხლის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ყველა მუნიციპალიტეტისათვის, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისა. 3. მუნიციპალიტეტებისათვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის, 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობისა და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით, კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის: ა) 60% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით; ბ) 15% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის მიხედვით; გ) 10% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის მიხედვით; დ) 5% ნაწილდება მუნიციპალიტეტის ფართობის მიხედვით; ე) 10% ნაწილდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით. 4. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის მომზადებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად გაიანგარიშებს და ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახავს მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადში თითოეული მუნიციპალიტეტის კუთვნილი წილის პროცენტულ მაჩვენებელს. 5. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი, რომლის მოცულობა შესაბამისი წლის ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
114⁵114⁷707316493155153837151871
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს 2026 წლის …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საგადასახა…ეკონომიკური თავისუფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №69 · ბოლოს შემოწმდა