ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 26. მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის წესი

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

2.მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: ა) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტის მოთხოვნით.

3.მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს.

4.მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

5.მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

6.მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2021 წლის 19 ნოემბრის ორგანული კანონი №1031 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

5
  • №3/1/1298,131323.04.2021გადაწყვეტილება(6, მეორე წინადადება)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №3/5/131319.10.2018საოქმო ჩანაწერი(6, მეორე წინადადება, 6, პირველი წინადადება)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №3/8/75417.10.2017განჩინება(6)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქეები კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №3/7/66017.10.2017განჩინება(6)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე საბა სუთიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №1-3/4/75410.11.2016განჩინება(6)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქეები - კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა

    მოსარჩელე ითხოვდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც მას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვს ექვსი თვის განმავლობაში საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობასა და არასაპატიო მიზეზის ერთდროულ არსებობას. არმონაწილეობის საპატიო მიზეზისა და შრომისუუნარობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს დამატებით უნდა შეეფასებინა შესაბამისი მტკიცებულებები და საქმიანობის სხვა ფორმები. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა.

  • დაუშვებლობა (T5)

    საკრებულოს სხდომებზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კომისიების, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების, თავმჯდომარის არჩევისა და განკარგულებაში ცვლილებების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა გამოიყენება მხოლოდ უფლებამოსილ სხდომაზე, რომლის ჩასატარებლად საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის დასწრებაა აუცილებელი. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო სხდომებს საჭირო კვორუმი არ ჰქონდათ და მათზე მიღებული გადაწყვეტილებები კანონშეუსაბამო იყო. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა სააპელაციო განჩინება, რომლითაც სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა ძალაში დარჩა.

  • დაუშვებლობა (T5)

    საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის განკარგულების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებას, რომლითაც მოსარჩელეს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სხდომაზე დასწრების უწყისზე მხოლოდ ხელმოწერა საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობად არ ჩაითვლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მტკიცებულებებით საპატიო მიზეზით არმონაწილეობა არ დადასტურდა და განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 22 ნოე. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
786 (და…693537333 (და…135716214116026
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს რესპუბლიკი…სახელმწიფოს მიერ დაფინ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა