Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მოქალაქეობის შესახებმუხლი 24

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

მუხლი 24. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ნატურალიზაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹6²6³6⁴78910

1.საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით.

2.კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის 2 წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისაგან, 2 წევრი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და 2 წევრი − საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისაგან, ამ უწყებების წარდგინებით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

3.თუ კომისიის წევრი სამსახურიდან თავისუფლდება იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც კომისიაში წარმოადგენს, ეს ავტომატურად იწვევს კომისიის წევრის სტატუსის შეწყვეტას.

4.კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით.

5.კომისიას ჰყავს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას. სამდივნოს ფუნქციას ასრულებს სააგენტოს შესაბამისი სამსახური.

6.კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებით განსაზღვრული პირობებისა) არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.

6¹.საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოწმდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების სააგენტოსთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის წარდგენამდე. აღნიშნული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.

6².თუ პირს აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, ამ პირის აღნიშნული შემოწმებისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

6³.საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების შედეგი, რომელიც შესაბამის პირს უფლებას აძლევს, სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას წარუდგინოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადება, ძალაშია 1 წლის განმავლობაში.

6⁴.საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად სააგენტოსთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის პროცედურა, მისი ცოდნის დონის შემოწმების წესი და შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული საფასური არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, საქართველოში გადასახდელი, 2023 წლის 7 ივნისს მოქმედი, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების საკითხისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის დადგენილი დაჩქარებული მომსახურების საფასურის უმაღლეს განაკვეთს.

7.საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების შესახებ, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.

8.სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი წესით.

9.საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

10.თუ  სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების გარეშე გახდება ცნობილი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის არსებობა, სააგენტო განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №3627 – ვებგვერდი, 21.11.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 11 მარ. 2025
  2. 1 მაი. 2024· გამოქვეყნდა 21 ნოე. 2023

    24 მუხლის მე-6 პუნქტიდან კომისიის ფუნქციებში ცოდნის შემოწმება ამოღებულია, ხოლო ახალი 6¹–6⁴ პუნქტებით ეს შემოწმება განცხადების წარდგენამდე სააგენტოს ევალება, დადგენილია გათავისუფლების, 1-წლიანი ვადისა და საფასურის წესი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 25

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციის გზითსერვისის გვერდი
  • მოქალაქეობის ტესტებისთვის მომზადება (სდა)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №12

  • 2 ცვლილება · ბოლო 11 მარ. 2025
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 9საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები
  • 28საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესი
  • 22საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 32საქართველოს მოქალაქეობა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 19სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

მაუწყებლობის შესახებ

  • 9კომისიის შემადგენლობა

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

  • 15 (დანართი 1)კომისიის შემადგენლობა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 27საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება
  • 16¹საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემისა და ქორწინების ნამდვილობის შემოწმების წესები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁴დავების განმხილველი კომისია

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 115საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32941⁴2716¹17928221915 (დ…2011524
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს კონსტიტუცი…ენერგეტიკისა და წყალმო…საჯარო სამართლის იურიდ…მაუწყებლობის შესახებსაჯარო სამსახურში კონკ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026