1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის IX ან X თავის ან 64 3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლო სარჩელს განიხილავს ამ კოდექსის 21 122 მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.
3.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კოდექსის 21 126 მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.


