უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 21¹. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, 54-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და 66 1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს შემდეგ გარემოებებს: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან); გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი სხვაგვარად უქმნის საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; დ) პირი სახდელდადებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45 1 , 115 2 , 116-ე, 150-ე−150 3 , 166-ე, 166 1 , 173-ე, 173 16 , 174 1 და 180-ე−182 6 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის; ე) პირი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესებს ზიანი არ მიადგეს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მარ. 2026 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 8 ივლ. 2025 – 1 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 17 მარ. 2014 – 8 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
84230105221221126¹7821¹
მნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…პერსონალურ მონაცემთა დ…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებსახელმწიფო საიდუმლოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა